ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანი მსოფლიოს რთული არჩევანის წინაშე აყენებს


ჩრდილოეთ კორეა დაბეჯითებით აგრძელებს ატომური იარაღის შექმნისკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმას. ეს კი ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს აიძულებს ან გააგრძელონ მკაცრი ეკონომიკური სანქციების მხარდაჭერა, ან, ბოლოს და ბოლოს, სცნონ ჩრდილოეთ კორეა, როგორც ბირთვული სახელმწიფო.

უკანასკნელი პროვოკაცია ფხენიანის მხრიდან სამშაბათს დაფიქსირდა, როცა ქვეყანაში სატელიტით აღჭურვილი ახალი კოსმოსური რაკეტის გაშვების შესახებ გამოცხადდა. ე.წ. “დედამიწაზე დაკვირვების სატელიტის” გაშვება 8-დან 25 თებერვლამდე იგეგმება.

ჩრდილოეთ კორეა ამტკიცებს, რომ სატელიტი კოსმოსის ათვისების მშვიდობიანი გეგმის ნაწილია, თუმცა რეგიონის სხვა სახელმწიფოები ამ ნაბიჯს გაეროს მიერ ფხენიანის ბირთვული და ბალისტიკური სარაკეტო პროგრამის განვითარებაზე აკრძალვის წინააღმდეგ გადადგმულ ძალადობრივ ნაბიჯად განიხილავენ. რაკეტის გაშვების შემთხვევაში ვაშინგტონი, სეული და ტოკიო ფხენიანს მნიშვნელოვანი საპასუხო რეაქციით ემუქრება.

XS
SM
MD
LG