„მოკავშირეები გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას, რუსეთის მიერ წარმოქმნილი საფრთხეებისა და გამოწვევების გადასაჭრელად. რუსეთის მიერ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური, ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას მძიმე შედეგები მოყვება“ - ესაა ჩანაწერი, რომლიც ნატოს ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში გაკეთდა.
სტივენ პაიფერი, უკრაინაში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ამბობს, რომ საქართველო ისე აღარ ცდილობს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას, როგორც 10 ან 15 წლის წინ. მისივე თქმით, ეს გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხედავს ალიანსი საქართველოს, როგორც პერსპექტიულ წევრს.
"საქართველო ისე აღარ ცდილობს ისეთ ინსტიტუტებში შესვლას, როგორებიც ნატო და ევროკავშირია, როგორც მაგალითად 10 ან 15 წლის წინ. ამრიგად, ახლა გაქვთ ეს განსხვავება უკრაინასა და საქართველოს შორის" - ინტერვიუ უკრაინაში შეერთებული შტატების ყოფილ ელჩ სტივენ პაიფერთან.
მოქმედებების რა არჩევანი ჰქონდა საქართველოს მაშინ, როცა რუსეთში, სახელმწიფო საზღვრიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრში, "ვაგნერის" კერძო შეიარაღებულმა მებრძოლებმა რამდენიმე რუსული ქალაქი წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს?
ამერიკელმა კანონმდებლებმა, ნატოს მოახლოებული ვილნიუსის სამიტის შესახებ, თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს. საქართველოს შესახებ, დაისვა კითხვები და გამოითქვა შეშფოთებები - "ამერიკის ხმა", "ფორმულაზე"
ვაშინგტონში ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ თუ თბილისის დახმარებით, მოსკოვის მიერ სანქციების გვერდის ავლა დადასტურდება, დასავლური სანქციების პირისპირ, შესაძლოა, თავად საქართველო აღმოჩნდეს, - მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში ეს არავის სურს.
ვაშინგტონი, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს, სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე უმასპინძლებს. მანამდე კი, ერევანი და ბაქო, სამშვიდობო შეთანხმებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესახებ საუბრობს.
რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში, 2022 წელს? - კითხვაზე ირაკლი ღარიბაშვილის პასუხი, რეზონანსული აღმოჩნდა. გაისმა შეფასებები, რომ პრემიერ-მინისტრმა, რუსული პროპაგანდის გზავნილები გაავრცელა. გაჩნდა კითხვები საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებასთან და მის პროდასავლურ კურსთან დაკავშირებით.
ამერიკელი კანონმდებლების ნაწილი, კვლავ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბრობს. კონგრესში სახელწმიფო დეპარტამენტის ბიუჯეტის ის ნაწილი განიხილეს, რომელიც 2024 წელს, ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის უნდა გამოიყოს.
„არჩევნები, რომლის შემდეგაც ქვეყანაში სავარაუდოდ არაფერი შეიცვლება“ - ასე აფასებენ თურქი ანალიტიკოსები, ქვეყანაში გამართულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს. ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს აშკარა უპირატესობა აქვს.
როგორ გამოიყურება შავი ზღვს რეგიონი, ნატოს მოახლოებული სამიტის კონტექსტში და ვაშინგტონის გრძელვადიან ხედვაში? უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, ანალიტიკოსები, დასავლელი პოლიტიკოსები, შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე საუბრობენ - უფრო მეტს სიუჟეტში გიამბობთ.
რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს თბილისს, ნატოს ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით - ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი ამბობს, რომ ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებისგან ენთუზიაზმს ვერ ხედავს.
"მოსკოვის ეს ნაბიჯი, ქართველი ხალხის წინააღმდეგ, კრემლის პროპაგანდისტული ოპერაციის ნაწილია" - ლუკ კოფი ამბობს, რომ რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა და უვიზო რეჟიმი, საქართველოში რუსეთის მრავალი მოქალაქის ყოფნის ფონზე, "შემაშფოთებელ ვითარებას" ქმნის.
რა სპეციფიკურ ტაქტიკებს იყენებენ ავტორიტარი რეჟიმები დეზინფორმაციის გასავრცელებლად, როგორც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, ასევე გლობალურად - ამ საკითხებზე, პრესის თავისუფლების დღეს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე იმსჯელეს.
უკრაინაში წარმოებული ომის გამო, რუსეთის დანახარჯები შემოსავალს აჭარბებს. რუსეთზე დაწესებული საქნციები მოიცავს რუსი ოლოგარქების აქტივებს $58 მლრდ. ოდენობით და სუვერენულ აქტივებს - $300 მლრდ. ევროკომისიის დათვლით, რუსეთის აგრესიული ომის შედეგად, უკრაინის ეკონომიკას $650 მლრდ. ოდენობის ზიანი მიადგა.
მეტის ჩატვირთვა