ყველა ადამიანს, ვინც ნიუ-იორკს დატოვებს 14 დღიანი თვითკარანტინის გავლა მოუწევს.🔺 რა ხდება შტატში, სადაც კორონავირუსი "დრამატულად" სწრაფად იზრდება - ამბები ნიუ-იორკიდან
აშშ-ში, ვირჯინიის შტატის ქალაქ არლინგტონში მცხოვერები მუსიკოსი, კონცერტებს ფეისბუქის პირდაპირი ეთერის საშუალებით მართავს, რადგან აქამდე დაგეგმილი ყველა კონცერტი, პანდემიის გამო გაუქმდა.
"ჩვენ გავაგრძელებთ გველებისა და ღამურების გაყიდვას, არ გვეშინია კორონავირუსის იმიტომ, რომ მათ ხორცის გასუფთავებისა და მომზადების განსაკუთრებულ მეთოდს ვიყენებთ" - ჩინეთში, ველური ცხოველების ბაზრები დაიკეტა მაგრამ, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, გველებისა და ღამურების ხორცის შეძენა კვლავ შესაძლებელია.
„თანასწორობა სქესთა წინაშე კანონისა“- ამ მოწოდებით გამოდიოდა გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა.“ 1918-1921 წლების ისტორია არაერთი დემოკრატიული რეფორმის საწყისებს გვაჩვენებს, მათ შორის, გენდერული თანასწორობის კუთხითაც. 1919 წელს საკანონმდებლო ორგანოს დამფუძნებელი კრების ასოცდაათ დეპუტატს შორის 5 ქალი იყო.
ალექსანდრე ქართველი ავიაკონსტრუქტორი რომელმაც 33 წლიანი წარმატებული კარიერის განმავლობაში, თვითმფრინავის 14 სხვადასხვა მოდიფიკაცია შექმნა. "ამერიკის ხმა" წარმოგიდგენთ წარმატებული ქართველი ამერიკელების შესახებ დოკუმენტური, მიკრო ფილმების ციკლის მესამე ეპიზოდს.
კინზინგერი: „ჩვენ მთავრობასთან უფრო მეტად ვურთიერთობთ, ვიდრე ვინმე სხვასთან." ეს განცხადება ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. არჩილ თალაკვაძე ვაშინგტონში შეხვედრებს ამ წუთებშიც განაგრძობს.
აშშ-ის დედაქალაქში, საქართველოს საგარეო სქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი მიმდინარეობს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა დიპლომატმა, პირველი შეხვედრა "გერმანიის მარშალის ფონდში" გამართა.
ვაშინგტონში, ეუთოს "ოდირის" ხელმძღვანელის მოხსენება მოისმინეს. პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, "დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა" ოფისის დასკვნა, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მანამდე, ამერიკის ხმა, ინგებორგ სულრან გისლადოტირს ვაშინგტონში ესაუბრა.
ე.წ. "ჩინური ვირუსით" დაღუპულთა და ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. ირანში ჩამოგდებული უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის საქმე - ჩაერთვება თუ არა გამოძიებაში აშშ და საფრანგეთი. ოჯახი კალიფორნიიდან, რომელიც უკანონო იმიგრანტებზე ზრუნავს. რობოტების პირველი კოლონია.
20 იანვარს, სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. როგორია მისი საგარეო პოლიტიკა, ინაუგურაციიდან სამი წლის შემდეგ.
■ "საქართველოში, სამართალდამცავების მიერ, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება მუდმივ პრობლემად რჩება" - "ჰუმან რაითს უოჩის" ანგარიში ■ ვითარება ირანში ■ საპრეზიდენტო დებატები აშშ-ში ■ რუსეთი საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ემზადება ■ რუსულ-ამერიკული ოჯახის სახლი ეკლესიაში
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებით, ირანელი გენერელის ლიკვიდაციის პასუხად, ოფიციალურმა თეირანმა, ერაყში ორ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე იერიში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა. ვაშინგტონის პასუხი პასუხზე, პოლიტიკურ და ექსპერტულ წრეებში, დეესკალაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეფასდა.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგანგებო განცხადების რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი - "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი, ია მეურმიშვილი თეთრი სახლიდან საუბრობს.
ვაშინგტონელი ანდრეა დი ჰარისი, კერამიკაზე მუშაობის ქართული კულტურის შესასწავლად და მისი პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ეწვევა. პროექტი, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით, პროგრამა „ფულბრაითის“ საშუალებით ხორციელდება.
ქართულ "მცურავ მონასტერს" ჰოლანდიის ქალაქ ვლისიგენის პორტის დატოვებას თხოვენ. ქალაქის მერია აცხადებს, რომ პორტში მონასტრის მოწყობა დაუშვებელია. ინფორმაციას ამის შესახებ, სააგენტო "როიტერი" ავრცელებს. გემზე აშენებულ სამლოცველოს, საქართველოს პატრიარქის პატივსაცემად, "Elia II" ჰქვია.
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე, ცოტა ხნის წინ, ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, მიმდინარე წლის ბოლო შეხვედრა, 6 დეკემბერს გაიმართა.
მეტის ჩატვირთვა