ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეუფე საბა: „დღეს სასულიერო პირების მოწოდება უნდა იყოს პირიქით, რომ ჩვენ უნდა დავემორჩილოთ სახელმწიფო რეგულაციებს“


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის წინამძღვარი მრევლს მოუწოდებს, შინ დარჩნენ და „საკუთარი სახლები აქციონ ეკლესიად.“ მეუფე საბას გადაწყვეტილებით, ეპარქიის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა ეკლესია-მონასტერში, ღვთისმსახურებას მხოლოდ სასულიერო პირები დაესწრებიან. ამასთან, მისი განცხადებით, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სასულიერო პირები მზად არიან სხვადასხვა საეკლესიო წესების შესასრულებლად, მორწმუნეებს შინ ეწვიონ.

„ჩემთვისაც რთულია, ავუხსნა მორწმუნე ადამიანებს, რატომ უნდა დარჩნენ შინ და არ მოვიდნენ ეკლესიაში. რთულია ავუხსნათ, რატომ მოვუწოდებთ ამას. მაგრამ, უნდა იცოდნენ, რომ დღეს ეს მოწოდება ყველაზე დიდი სიყვარულის გამოვლინებაა, სხვა ადამიანებსა და მოყვასზე ზრუნვა,“ - აცხადებს მეუფე საბა.

"ამერიკის ხმა" დაინტერესდა, როგორც სინოდის წევრი, რას ფიქრობს მეუფე საბა საქართველოში არსებულ ვითარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ათზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება, საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ეკლესია-მონასტრებში წირვა-ლოცვა კვლავ უცვლელად აღესრულება, რომელსაც მრევლი ესწრება. მეუფე საბა აცხადებს, რომ შექმნილი ვითარებაში „სასულიერო პირების მოწოდება უნდა იყოს პირიქით, ჩვენ უნდა დავემორჩილოთ სახელმწიფო რეგულაციებს.“

ამერიკის ხმის ინტერვიუ მეუფე საბასთან
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:09 0:00

მეუფე საბა აცხადებს, რომ მორწმუნეებმა, სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები სწორად უნდა გაიგონ. „პირველ რიგში, სახელმწიფო ვალდებულია გაუფრთხილდეს თავის მოქალაქეებს და მე ვფიქრობ, რომ ეკლესიაც ვალდებულია, მათ შორის, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს მრევლს, მოქალაქეებს. თუნდაც იმ ადამიანებს, ვინც მრევლი არ არის, იმ ადამიანებს ვინც ურწმუნოა. დღეს არ ვანსხვავებთ ადამიანებს იმის მიხედვით, თუ ვინ არის ღვთის მაგინებელი. ვირუსი არ ინდობს არც ღვთის მადიდებელს და არც ღვთის მაგინებელს,“ - აცხადებს მეუფე.

ამერიკის ხმის ინტერვიუ მეუფე საბასთან
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:46 0:00

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე მოქმედებს. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია კი 19 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.

ამასთან დაკავშირებით კითხვები დაისვა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოშიც, როცა კანონმდებლები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას უყრიდნენ კენჭს. ზოგიერთმა დეპუტატმა გამოთქვა მოსაზრება, რომ საგანგებო მდგომარეობა დღესასწაულამდე დასრულდეს. მსგავსი განცხადებების გაკეთდა ცალკეული სასულიერო პირების მიერაც. ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი აცხადებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მათ შორის, საეკლესიო დღესასწაულების დროს, საზოგადოება სახელმწიფო რეგულაციებს უნდა დაემორჩილოს.

ამერიკის ხმის ინტერვიუ მეუფე საბასთან
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:04 0:00

„ჩვენ, მადლობა ღმერთს, განსხვავებული აზრები გვაქვს და განსხვავებული აზრების დროს საერთო აზრი ყალიბდება, მაგრამ რა თქმა უნდა, როდესაც ეს პრობლემა დაიწყო, ჩემი აზრი, ჩემი პოზიცია უკვე დავაფიქსირე და ჩემი ზრუნვა არის სიყვარულიდან გამომდინარე,“ - აცხადებს მეუფე საბა. ის არ გამორიცხავს, რომ მდგომარეობის კიდევ უფრო გართულების შემთხვევაში, წმინდა სინოდი კვლავ შეიკრიბოს და ახალი გადაწყვეტილება მიიღოს. ამის შესახებ, სინოდის ბოლო განჩინებაშიც წერია.

ამერიკის ხმის ინტერვიუ მეუფე საბასთან
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:17 0:00

მეუფე საბას თქმით, ეპარქია, ცდილობს ადამიანებს შესაძლებლობების ფარგლებში დახმარება აღმოუჩინოს. მისი ინფორმაციით, საქართველოს ხუთი მოქალაქეს, რომლებმაც ფრენების შეწყვეტის გამო სამშობლოში დაბრუნება ვერ მოახერხეს, ფილადელფიაში არსებული ქართული მონასტერი დროებით თავშესაფარს აძლევს. თავშესაფრით ეხმარება კიდევ ორ ადამიანს ადგილობრივი მრევლის წარმომადგენელი.

XS
SM
MD
LG