ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის სტატისტიკა საქართველოში


2019 წლის პირველ 6 თვეში, საქართველოში, 10-მა არასრულწლოვანმა მოიკლა თავი. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ 6 დაღუპული გოგონა იყო, ხოლო 4 ვაჟი.

ასაკი სქესი რეგიონი

18 წლის, მამრობითი, თბილისი

15 წლის, მდედრობითი, თბილისი

14 წლის, მდედრობითი, თბილისი

17 წლის, მდედრობითი, შიდა ქართლი

18 წლის, მამრობითი, ქვემო ქართლი

​16 წლის, მდედრობითი, ქვემო ქართლი

16 წლის, მდედრობითი, სამეგრელო-ზემო სვანეთი

15 წლის, მამრობითი, სამეგრელო-ზემო სვანეთი

18 წლის, მდედრობითი, რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

17 წლის, მამრობითი, კახეთი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე არსებული მონაცემებით ასევე ირკვევა, რომ ამავე პერიოდში, 30 წლამდე ასაკის 51-მა მოქალაქემ მოიკლა თავი.

მონაცემების ბოლოს მითითებულია, რომ "სუიციდის და სუიციდის მცდელობის შესახებ მონაცემები დამუშავებულია შსს ტერიტორიული დანაყოფების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე"

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, 2019 წლის პირველ 6 თვეში, თავი მოიკლა ან თვითმკვლელობა სცადა საქართველოს 425-მა მოქალაქემ, მათგან 197 დაიღუპა.

გასულ 2018 წელს კი, საქართველოს 399-მა მოქალაქემ მოიკლა თავი. თვითმკვლელობა კი 466-მა მოქალაქემ სცადა. ჯამში, სუიციდის და სუიციდის მცდელობის 865 შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 1 წელსა და 6 თვეში, საქართველოს 596-მა მოქალაქემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სამინისტროს ვებგვერდზე მონაცემები დეტალურად დამუშავებული არ არის, მხოლოდ კონკრეტული მაჩვენებლებია დაფიქსირებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG