"მე ვერ ვუწოდებ ამას ინკლუზიურ პროცესს. მე ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლებას სურს განსხვავებული აზრი მოისმინოს. ჩვენ გვეუბნება მოდით, დაბრძანდით, შორიდან გვიყურეთ",- ნაზი ჯანეზაშვილი
"ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი რეკომენდაციების შესრულების უგულვებელყოფა „ქართული ოცნების“ მხრიდან, გრძელდება,"- ხატია დეკანოიძე.
"პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და ინკლუზიური. ვინ ჰკითხავს მიქანაძეს, ვინ იქნება კომისიაში?"- პაატა მანჯგალაძე.
2008 წელს, 11 აგვისტოს გამართული ბრძოლის დროს რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შეტაკებისას, შინდისში, ამ ადგილას 17 ქართველი მეომარი დაიღუპა. აგვისტოს ომიდან 14 წლის თავზე ხელისუფლება საზოგადოებას მებრძოლებისადმი მიძღვნილი მონუმენტის დასრულებას ჰპირდება.
კოალიცია ამერიკის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროექტებს სამი მიმართულებით ახორციელებს შიდა ქართლში. მათ შორის, ეს მოიცავს ეკონომიკურ აქტივობასაც, როდესაც რეგიონში წარმოებულ პროდუქტს ექნება აღნიშვნა - „საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ“.
აგვისტოს ომის მუზეუმში, ერგნეთში, 7 აგვისტოს ის დღეები გაიხსენეს, რაც 14 წლის წინანდელი ომის პერიოდში გამოიარეს. გამოფენა, შეხვედრები, საუბრები ახალგაზრდებთან დღის წესრიგის ნაწილი გახლდათ. რუსეთთან ომი რომ 14 წლის წინ არც დაწყებულა და არც დამთავრებულა, აქ ყველამ იცის.
ალია ბებო, დათა პაპას გარდაცვალების შემდეგ, ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში რჩება. ცხოვრება უწყლოდ, რუსი მესაზღვრეების მეთვალყურეობის ქვეშ წამების ტოლფასია. სულ მარტო, ახლობლების გარეშე დარჩენა აქ საშიშია, მაგრამ ხურვალეთელი მეციხოვნე სახლის მიტოვებას მაინც არ აპირებს.
მაია ოთინაშვილი ჯერ ცხინვალიდან გამოდევნეს, ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზთან დასახლებული კი რუსმა მესაზღვრეებმა გაიტაცეს და ცხინვალის ციხეში გამოკეტეს... მისი შეშინება მაინც ვერ შეძლეს. მავთულხლართებით გაღობილ სოფელში მაიას ოჯახი ახლა ვენახს აშენებს და მომავლის გეგმებს აწყობს
საქართველოსთვის 12 რეკომენდაციის შესრულების თარიღმა 2023 წლის დასასრულისკენ გადაიწია. ამ დროისთვის ქვეყნები, რომლებიც ორი თვის წინ, საქართველოსთან ერთად, ევროკავშირის "ასოცირებულ ტრიოდ" მოიაზრებოდნენ, უფრო მეტად დაშორდებიან საქართველოს და დაუახლოვდებიან ევროკავშირის წევრობას.
არჩილ თალაკვაძე, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი „ამერიკის ხმასთან“ ნედ პრაისის, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს გამოეხმაურა აშშ-ს ელჩის, დეგნანის შესახებ. თალაკვაძე ამბობს, რომ „ოპოზიციის ნაწილისა და მის მიერ კონტროლირებული მედიის ინტერესია საქართველოს საერთაშორისო იმიჯის დაზიანება“.
ნედ პრაისის კომენტარი ელჩი დეგნანის თაობაზე
გიგი გიგიაძე, ყოფილი ელჩი ელჩების კრიტიკის შესახებ
ანა ნაცვლიშვილი, დეპუტატი "ლელოდან" ელჩებთან მიმართებით "ოცნების" დამოკიდებულას აფასებს
ზაზა ბიბილაშვილი იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად
ვანო ჩხიკვაძე იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად
კორნელი კაკაჩია - ევრორეკომენდაციების ფარგლებში გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ
ეკა აკობია 12 პუნქტიანი ევრორეკომენდაციების შესახებ
მეტის ჩატვირთვა