აგვისტოს ომის მუზეუმში, ერგნეთში, 7 აგვისტოს ის დღეები გაიხსენეს, რაც 14 წლის წინანდელი ომის პერიოდში გამოიარეს. გამოფენა, შეხვედრები, საუბრები ახალგაზრდებთან დღის წესრიგის ნაწილი გახლდათ. რუსეთთან ომი რომ 14 წლის წინ არც დაწყებულა და არც დამთავრებულა, აქ ყველამ იცის.