ზელენსკი ვაშინგტონისგან გრძელი რადიუსის შეიარაღებას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს ჩეხეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ კიევს შეერთებული შტატებისგან შორი რადიუსის იარაღი ესაჭიროება რუსეთის ძალებთან საბრძოლველად.

„შორი რადიუსის იარაღის გარეშე ძნელია არა მხოლოდ შეტევითი მისიის შესრულება, არამედ თავდაცვითი ოპერაციის ჩატარებაც“, - განაცხადა მან ჩეხეთის პრემიერ-მინისტრთან პეტრ ფიალასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ასევე ნახეთ: ზელენსკი სლოვაკეთსა და თურქეთს სტუმრობს

„ვსაუბრობთ შეერთებულ შტატებთან შორი რადიუსის სისტემებზე და ეს დღეს მხოლოდ [ვაშინგტონზეა] დამოკიდებული“, - თქვა მან.

ზელენსკი პრაღაში საგარეო ტურნეს ფარგლებში იმყოფება მომავალ კვირას ნატოს სამიტამდე. კიევი ალიანსს მოუწოდებს, ვილნიუსის სამიტზე, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები უკრაინის წევრობისთვის. მან პრაღაში ასევე მოუწოდა ევროკავშირს, გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისკენ.