ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი ბრიტანეთში მიემგზავრება


ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, დიდ ბრიტანეთში მიემგზავრება, რათა გააღრმაოს "ახლო ურთიერთობები",- ამბობენ თეთრ სახლში. ბაიდენი ოფიციალური ვიზიტის დროს ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამეს და ქვეყნის პრემიერს, რიში სუნაკს შეხვდება. ნატოს ვილნიუსში დაგეგმილ სამიტამდე, ბრიტანეთისა და ამერიკის ლიდერების შეხვედრამ, შესაძლოა უკრაინის ომის მომავალი განსაზღვროს.

ბაიდენი სამი ქვეყნის მონახულებას და იქ პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს. მისი პირველი გაჩერება ლონდონი იქნება, საიდანაც ვილნიუსში, ნატოს სამიტზე გაემართება, შემდეგ კი ჰელსინკიში, ნატოს ახალი წევრის, ფინეთის დედაქალაქში ჩავა.

"პრეზიდენტი ძალიან ელოდება ამას. როგორც იცით, გაერთიანებული სამეფო ჩვენი უძლიერესი მოკავშირეა ძალიან ბევრი მიმართულებით და ბევრ დონეზე",- უთხრა "ამერიკის ხმას" ჯონ კირბიმ, თეთრი სახლის, ეროვნული უსაფრთოხების საბჭოს სპიკერმა.

კირბიმ თქვა, რომ ბაიდენი სუნაკთან შეხვედრის დროს, უკრაინაში ომის თემას განიხილავს, ხოლო მეფესთან ვიზიტის დროს, ის გარემოს დაცვის თემაზე ისაუბრებს.

XS
SM
MD
LG