უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ ზაპორიჟიის მოსახლეობა სიმშვიდეს ინარჩუნებს კიევის გაფრთხილების ფონზე, რომ რუსულმა ძალებმა, მოსკოვის მიერ კონტროლირებულ ატომურ ელექტროსადგურზე შეიძლება კატასტროფა გამოიწვიონ.
რუსეთმა და უკრაინამ, გუშინ ურთიერთბრალდებები გამოთქვეს. ორივე მხარემ, ერთმანეთი ელექტროსადგურზე თავდასხმის დაგეგმვაში დაადანაშაულა.
ასევე ნახეთ: უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ატომურ სადგურზე თავდასხმის დაგეგმვაში ადანაშაულებენუკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსულმა ძალებმა, რომლებმაც ელექტროსადგური 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაიკავეს, რამდენიმე რეაქტორის სახურავი დანაღმეს.
გაეროს ბირთვული დამკვირვებლის ექსპერტებმა ოთხშაბათს განაცხადეს, რომ მათ არ უნახავთ ასაფეთქებელი ნივთიერებების ნიშნები. მაგრამ, ასევე აცხადებენ, რომ მეტი წვდომაა საჭირო იმისათვის, რომ დარწმუნებულები იყვნენ.
გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ არაერთხელ გამოთქვა გაფრთხილება, ახლომდებარე სამხედრო შეტაკებების შედეგად, შესაძლო კატასტროფის შესახებ.
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ სამშაბათს, საგანგებო სიტუაციებში მოქმედებისთვის, შესაბამისი სახელმძღვანელოები გამოაქვეყნა. უწყებამ მოსახლეობას მოუწოდა გაამზადონ გადაუდებელი სიტუაციებისთვის განკუთვნილი ჩანთები, რომლებშიც იქნება ნიღბები და პლასტმასში მოთავსებული საკვები.
ასევე ნახეთ: უკრაინა მძიმე შეტაკებებზე საუბრობს, რუსეთი კი კიევს საავადმყოფოს დაბომბვაში ადანაშაულებს”თუ ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოაცხადა რადიაციული გადაუდებელი მდგომარეობა, დარჩით შენობაში ან გამოდით რაც შეიძლება მალე. დაელოდეთ შემდგომ განცხადებებს და მიჰყევით ინსტრუქციებს“ - ნათქვამია განცხადებაში.
გამოთქმული ურთიერთბრალდებების მიუხედავად, არც ერთ მხარეს, როგორც კიევს, ასევე მოსკოვს, საკუთარი განცხადებების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.