რუსეთის მთავრობის მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებული ბრძანებულების თანახმად, პრეზიდენტ პუტინის საარჩევნო კამპანიის ყოფილი პრეს-მდივანი, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასს“-ის ხელმძღვანელად დაინიშნა.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ კრემლმა მედიაზე კონტროლი გაამკაცრა და მოწინავე დამოუკიდებელი მედიასაშუალებები დახურვის პირას მიიყვანა ან იძულებით დახურა. ბევრ ჟურნალისტს და გამოცემას კი „უცხოეთის აგენტის“ კლასიფიკაცია მიანიჭა.
პრემიერ-მინისტრმა მიშუსტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც სერგეი მიხაილოვი „ტასს“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა და მის ნაცვლად ანდრეი კონდრაშოვი დაინიშნა. მიხაილოვი ამ თანამდებობაზე 2012 წლიდან მუშაობდა.
50 წლის კონდრაშოვი სახელმწიფო ტელევიზიის ჟურნალისტია, რომელიც 2018 წელს, პუტინის საარჩევნო შტაბის პრეს-მდივნად მუშაობდა.
„ტასს“-ის ისტორია 1904 წლიდან იწყება, როდესაც ის დაფუძნდა როგორც სანქტ-პეტერბურგის სატელეგრაფო სააგენტო, რუსეთის პირველი ოფიციალური ახალი ამბების სააგენტო. მან შეინარჩუნა საბჭოთა პერიოდის სახელი, რომლის აბრევიარტურა - „ტასს“- იშიფრება როგორც „საბჭოთა კავშირის სატელეგრაფო სააგენტო“.