შეიარაღებული ნიღბიანი მამაკაცები თავს დაესხნენ ცნობილ რუს ჟურნალისტს და მის ადვოკატს. სასტიკი თავდასხმის შდეგად, რომელიც სამშაბათს ჩეჩნეთში მოხდა, ჟურნალისტი მძიმედ დაშავდა.
რუსეთში აკრძალული „ნოვაია გაზაეტას“ ჟურნლისტი, ელენა მალიშინა და იურისტი ალექსანდრე ნმოვი ჩეჩნეთში, დედაქალაქ გროზნოსკენ მიმემართებოდნენ, როცა თავს დაესხნენ. ჟურნალისტი და იურისტი, გროზნოში დაკავებული ქალის სასამართლო პროცესზე დასასწრებად მიდიოდნენ. ორივე მათგანი მიიჩნევს, რომ მის დაკავებას პოლიტიკური მოტივი ჰქონდა.
მძიმედ დაშავებული ჟურნალისტი, ჯერ მეზობელი რეგიონის ჰოსპიტალში, მოგვიანებით კი მოსკოვში გადაიყვანეს.
„ეს იყო კლასიკური გატაცება, მათ ჩვენი მძღოლი მანქანიდან გადაიყვანეს, თავად ჩასხდნენ ავტომობილში, ხელები დამიკავეს, თავი მუხლებზე დამადებინეს და ზედ იარაღი დამადეს“, - უთხრა მალიშინამ ჩეჩენ უფლებადამცველს. ჟურნალისტს თავი გადაპარსეს, მწვანე ანტიბაქტერიული სითხე შეასხეს და თითები დაამტვრიეს.
„მემორიალმა“, უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, რომელიც რუსეთში კანონით აკრძალულია, თქვა, რომ მილაშინას და ნემოვს "სასტიკად სცემეს წიხლებით, მათ შორის სახეში, დაემუქრნენ მოკვლით, თავზე იარაღი დაადეს, აღჭურვილობა წაართვეს და დაუმტვრიეს". ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, თავდამსხმელებმა ჟურნალისტი გააფრთხილეს, რომ მომხდარის შესახებ არაფერი დაეწერა.
კრემლმა მომხდარს „ძალიან სერიოზული თავდასხმა“ უწოდა და თქვა, რომ ამის შესახებ პრეზიდენტი პუტინი ინფორმირებულია. კრემლი ამბობს, რომ მომხდარი უნდა გამოიძიოს და „ენერგიული ზომები“ იყოს მიღებული.
ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა, პუტინის ახლო მოკავშირემ, Telegram-ზე დაწერა: "ჩვენ მოვაგვარებთ ამას. მე დავავალე კომპეტენტურ სამსახურებს, ყველა ღონე გამოიყენონ თავდამსხმელების იდენტიფიცირებისთვის".