დღეს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლელთა შორის არიან ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი; ვიეტნამის პრეზიდენტი ნგუიენ სუან ფუჩი და მალავის პრეზიდენტი ლაზარუს მაკარტი ჩაკვერა.
დღესვე, გაეროს ასამბელაზე სიტყვით გამოვლენ ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, განის პრეზიდენტი ნანა აკუფო-ადო, საუდის არაბეთის მეფე სალმანი, სიერა-ლეონის პრეზიდენტი იულიუს მააადა ბიო და ნორვეგიის პრემიერი ერნა სოლბერგი.
ჯონსონმა, ასამბლეამდე რამდენიმე დღით ადრე თქვა, რომ მისი სიტყვით გამოსვლა კლიმატის ცვლილებებს შეეხებოდა. ჯონსონის განმარტებით, გლობალური ეკონომიკის აღდგენა "სიმწვანეზე უნდა იყოს დაფუძნებული".
ასევე ნახეთ: პუტინი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასწრებას არ გეგმავსბრიტანეთის პრემიერი ამბობს, რომ მდიდარმა ქვეყნების მიღებულმა ეკონომიკურმა სარგებელმა ჰაერის დაბინძურება გამოიწვია და ახლა "ვალდებულება აქვთ, რომ დაეხმარონ ქვეყნებს თავიანთი ეკონომიკის მწვანე და მდგრადი გზით განვითარებაში".
ჯონსონის გამოსვლამდე ერთი დღით ადრე, გაეროს ასამბლეაზე სიტყვით ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოვიდა. მოგვიანებით, ორი ქვეყნის ხელმძღვანელს პირადი შეხვედრა ექნება თეთრ სახლში.
კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა ერთ-ერთი ძირითადი თემაა, რომელიც არა მარტო საჯარო გამოსვლების, არამედ პირადი შეხვედრების დროსაც განიხილება ასამბელაზე.
სამშაბათს, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გვატემალისა და ჰონდურასის პრეზიდენტებთან შეხვედრა გამართა, სადაც სწორედ კლიმატის ცვლილებებზე ისაუბრა.
გასულ წელს, კორინავირუსის პანდემიის გამო, გაეროს ასამბლეა არ შემდგარა. წელს კი ამ ღონისძიებას 100-მდე ქვყენის წარმომადგენელი ესწრება. ზოგიერთ ქვეყნის ლიდერმა, პანდემიის გამო, საკუთარ ქვეყანაში დარჩენა ამჯობინა.