2020 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მსოფლიო სურსათის პროგრამამ (WFP) მიიღო. პროგრამას პრიზი მოსფლიოში შიმშილის აღმოსაფხვრელად გადადგმული ნაბიჯებისთვის გადაეცა.
ნობელის კომიტეტის ნორვეგიელმა თავმჯდომარემ ბერიტ რეის-ანდერსონმა, განცხადა, რომ პროგრამას პრიზი გადაეცა "მისი მცდელობებისთვის შიმშილთან საბრძოლველად, მისი მონაწილეობისთვის კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე სიმშვიდის აღდგენაში და შიმშილის, როგორც ომის იარაღის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლაში".
ასევე ნახეთ: ამერიკელი პოეტი ნობელის პრემიის ლაურეატიამშვიდობის დარგში გაცემული პრემია ამ კვირაში რიგით მეექვსეა, რომელიც კომისიამ გასცა. თითოეული მათგანის ჯილდო 1.1 მილიონი დოლარი და ოქროს მედალია.
ლიტერატურაში ნობელის პრემია ამერიკელმა პოეტმა ლუიზ გლაკმა მიიღო "შეუცდომელი პოეტური ხმისთვის, რომელიც მარტივი სილამაზით თითოეული ინდივიდის არსებობას უნივერსალურს ხდის".
პრიზი უკვე გაიცა ქიმიაში, რომელიც ორ მეცნიერს გენომის მოდიფიცირების მეთოდის შექმნისთვის გადაეცა.
ასევე ნახეთ: ნობელის პრემია ქიმიაში ორ ქალს გადაეცაფიზიკაში ჯილდო კი სამმა მეცნიერმა აიღო, მათი ბოლოდროინდელი აღმოჩენებისთვის შავ ხვრელებთან დაკავშირებით.
ასევე, სამ მეცნიერს გადაეცა პრიზი მედიცინაში, ცე ჰეპატიტის ვირუსის აღმოჩენისთვის.
ვინ გახდება ეკონომიკის დარგში ნობელის პრიზის მფლობელი, ამის შესახებ ორშაბათს გახდება ცნობილი.