ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი პოეტი ნობელის პრემიის ლაურეატია


ამერიკელმა პოეტმა ლუიზ გლაკმა ნობელის პრემია მოიპოვა. "უტყუარი პოეტური ხმა, რომელიც მკაცრ სილამაზეს და უნივერსალურ ხასიათს ატარებს,"- ასე გამოაცხადა შვედეთის აკადემიამ ამერიკელი მწერალი გამარჯვებულად.

პანდემია კოვიდ19-ის გამო გლაკი ცერემონიალს არ ესწრებოდა და მას ნობელიის პრემიის შესახებ ვირტუალურად დილით ადრე შეატყობინეს. აკადემიის მიერ გავრცელებული ცნობით, ამერიკელი პოეტი "გაკვირვებული და ბედნიერი იყო"

77 წლის ლუიზ გლაკი ამერიკის თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პოეტად და ესეისტად ითვლება, ის იელის უნივერსიტეტის პროფესორია, მისი ლიტერატურული დებიუტი 1968 წელს შედგა წიგნით "პირმშო"

აკადემიაში ამბობენ, რომ ამერიკელი პოეტის პოეზია "სიცხადისკენ სწრაფვით" გამოირჩევა, სადაც ყურადღება გამახვილებულია ბავშვობაზე, ოჯახურ ცხოვრებაზე, ურთიერთობებზე მშობლებთან და და-ძმებს შორის.

ნობელის პრემია ალფრედ ნობელის სახელს ატარებს. 1901 წლის შემდეგ, პრემია ენიჭებათ ადამიანებს მეცნიერებაში, ლიტერატურასა და მშვიდობის დამყარებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG