მიიღებს თუ არა გაეროს უშიშროების საბჭო სირიის საკითხზე რეზოლუციას, ეს მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კერის და ლავროვის შეხვედრის შედეგებზე
იმ დროს როდესაც, შეერთებული შტატები და რუსეთი სირიის მიერ ქიმიური იარაღის გადაბარების თაობაზე დიპლომატიურ გზებს განიხილავენ, გამორიცხული არ არის ეს საკითხი საბოლოოდ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზეც გავიდეს. გაეროდან ამერიკის ხმის კორესპონდენტი მარგარეტ ბეშირი იმის შესახებ მოგვითხრობს, თუ რა შეთანხმებამდე შეიძლება მივიდეს უშიშროების საბჭო, სადაც სირიის საკითხთან დაკავშირებით მკვეთრად ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები დღემდე არსებობს.
ორი წლის განმავლობაში გაეროს უშიშროების საბჭო, რომელიც თხუთმეტ წვერიანი ორგანოა, თავის ხუთი მუდმივმოქმედი წარმომადგენლით, სირიის სამოქალაქო ომის დასრულებასთან დაკავშირებით ვერანაირ შეთანხმებამდე ვერ მივიდა. დღემდე არსებულ სამი რეზოლუციის პროექტს, რომელიც სირიის კრიზისის დასრულებასთან დაკავშირებით უნდა მიეღოთ, ჩინეთმა და რუსეთმა ვეტოს დადებით უპასუხეს.
სექტემბერში უშიშროების საბჭოს პრეზიდენტი ავსტრალიის ელჩი გარი ქვინლენია, რომელიც აცხადებს, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და მის რუს კოლეგასთან ამ კვირაში ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებების შედეგები უშიშროების საბჭოს პარალიზების დასრულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
გარი ქვინლენი: უშიშროების საბჭოს მუშაობა ჩიხში მისი მუდმივმოქმედი ხუთი წევრის გამო შევიდა. ჩვენ ამ ჩიხის გარღვევა გვჭირდება, ამისათვის ამ ტიპის მოლაპარაკებების გამართვა მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ეს ხელს შეუწყობს მხარეების დაახლოვებაში და გამოჩნდება აქვს თუ არა გაეროს უშიშროების საბჭოს სიცოცხლისუნარიანობა, განხორციელებადი საწყისი, იარსებებს თუ არა საფუძველი იმისათვის, რომ სირიის ქიმიური იარაღის პრობლემა საბოლოოდ გადაწყდეს.
თუმცა უკვე გამოიკვეთა ის სირთულეები, რომელიც უშიშროების საბჭოს შეექმნება. რუსეთმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს იმ რეზოლუციას მხარს არ დაუჭერს, რომელიც გაეროს წესდების მეშვიდე მუხლს დაეყრდნობა და ტერიტორიაზე სამხედრო ძალით მოქმედებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუკი სირია გაეროს დადგენილების მიხედვით არ იმოქმედებს. ავსტრალიის ელჩი აცხადებს, რომ რუსეთმა განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე შეიძლება ალტერნატიული რეზოლუციის ტექსტი წარმოადგინოს.
ნიუ იორკის უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის წარმომადგენლის, რიჩარდ გოვენის აზრით, შეერთებული შტატები რეზოლუციის პროექტს მეშვიდე წესდების გათვალისწინების გარეშე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუკი რუსეთი ძალიან კონკრეტულ გარანტიებს წარმოადგენს სირიისთვის შეთავაზებული წინადადების - ქიმიური იარაღის გადაცემის საკითხთან დაკავშირებით.
რიჩარდ გოვენი: ამ დროისთვის დასავლეთის ქვეყნები გაცილებით სუსტ რეზოლუციას დაუჭერენ მხარს, იმ იმედით რომ თუკი სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი საერთაშორისო დიპლომატიის მიერ დადგენილი თამაშის წესებს არ მიიღებს, უშიშროების საბჭო საკითხს ისევ დაუბრუნდება და დაახლოებით ორი თვის შემდეგ სირიის მიმართ უფრო მკაცრ რეზოლუციას მიიღებს.
კერნი როსი, ყოფილი ბრიტანელი დიპლომატი, რომელიც დამოუკიდებელი დიპლომატიური კონსალტინგური კომპანიის ხელმძღვანელია, სირიის გაერთიანებულ კოალიციას საკუთარი ორგანიზაციის კლიენტად ასახელებს. ის ამბობს, რომ უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიღებას აზრი არ ექნება, თუკი მასში გაეროს წესდების მეშვიდე პარაგრაფი არ იქნება გათვალისწინებული. ის აცხადებს, რომ რეზოლუცია კონკრეტულ პირობებს და შედეგებს უნდა შეიცავდეს.
კერნი როსი: აქ გამოკვეთილი უნდა იყოს პასუხისმგებლობის საკითხი, უნდა არსებობდეს ვადები, იყოს მკაცრი მონიტორინგი. თუ ეს ელემენტები მასში გათვალისწინებული არ იქნა, ამ შეთანხმების მიღწევის შანსებს ვერ ვხედავ.
ხუთშაბათს, გაერომ დაადასტურა რომ სირიის ხელისუფლებისგან მიიღო შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც ქიმიური იარაღის შესახებ საერთაშორისო კონვენციის მიერთების თაობაზე განზრახვას შეიცავს.
„სენთერი ფაუნდეიშენის“ წარმომადგენელი ჯეფრი ლოურენი ამბობს რომ სირიის ის განცხადება , სადაც საჯაროდ აღიარებს ქიმიური იარაღის არსენალის ფლობას, და აპირებს შეუერთდეს ამ ტიპის იარაღის გამოყენების აკრძალვის ჟენევის კონვენციას, სირიაში გაეროს ინსპექტორების მუშაობის სწრაფად შეწყვეტას გამოიწვევს და ასევე გაეროს რეზოლუციის იმ პროექტს შეუქმნის საფრთხეს, რომელშიც ძალის გამოყენების შესაძლებლობაზეა საუბარი.
ჯეფრი ლოურენი: ეს საკმარისს გარანტიას უნდა წარმოადგენდეს იმისთვის, რომ სირიის ხელისუფლება აღარ გამოიყენებს ქიმიურ იარაღს.
ფრანგი, ბრიტანელი და ამერიკელი დიპლომატები ამზადებენ რეზოლუციის ტექსტს, რომელიც გაეროს უშიშროების ხუთ მუდმივ წევრს შორის შეთანხმებისთვის საფუძველი უნდა გახდეს. ამ სამუშაო პროექტში სირიის ხელისუფლების მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების გამო სიტყვიერი გაკიცხვა არის გათვალისწინებული და ხელისუფლებისგან მოითხოვს რომ 15 დღის განმავლობაში წარმოადგინონ ქიმიური საცავების ადგილმდებარეობის, რაოდენობის, ტიპის შესახებ ინფორმაცია. ასევე გათვალისწინებულია ამ პირობის დამრღვევთა მიმართ სანქციების გატარების უფლებაც.
ანალიტიკოსი ლოურენი ამბობს, რომ შეერთებული შტატების მიზანს სირიის კონფლიქტის დროს ქიმიური იარაღის გამოყენების მალე შეჩერება წარმოადგენს, ყველაზე დიდი მიღწევა კი მაინც ის იქნება, რომ საბოლოოდ დასრულდეს ეს კრიზისი, რომელმაც უკვე 100 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
ამასთან დაკავშირებით გაეროს გენერალურმა მდივანმა სავსებით ნათლად განაცხადა, რაზეც ამ კვირაში აქტიურად საუბრობდნენ, რომ კოლექტიური ძალისხმევა და მარცხი ამ არაადამიანური მდგომარეობის შესაჩერებლად დიდ ლაქად დარჩება გაეროს და მისი წევრი სახელმწიფოების მოღვაწეობის ისტორიაში. მისი განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ მოლაპარაკებები სირიაში არსებულ ქიმიურ იარაღთან გამაფრთხილებელი ზომების მიღებასთან დაკავშირებით შედეგს გამოიღებს და უშიშროების საბჭოს საშუალებას მისცემს ეფექტური როლი განახორციელოს სირიის ტრაგედიის დასრულების საკითხში.