პრეზიდენტმა ობამამ კონგრესს სთხოვა, შეაყოვნოს სირიაზე სამხედრო იერიშის მიტანის საკითხზე დანიშნული კენჭისყრა. მიზეზად მან რუსული დიპლომატიური ინიციატივა დაასახელა, რომელსაც პრეზიდენტის თქმით, სირიაში არსებული ქიმიური იარაღის განადგურების პოტენციალი გააჩნია.
სამშაბათს საღამოს გაკეთებულ სატელევიზიო მიმართვაში, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაიცა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუკი დიპლომატიური მცდელობა ნაყოფს არ გამოიღებს, შეერთებული შტატების არმია სამხედრო იერიშისთვის მზად იქნება. მან კონგრესთან ერთად მთელ ამერიკულ საზოგადოებას მოუწოდა ქიმიური იარაღით სირიის მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის ამსახველი კადრები კიდევ ერთხელ გააანალიზონ.
„რა თქმა უნდა, ვთხოვდი კონგრესის თითოეულ წევრს და მათ ვინც ამ საღამოს ტელევიზორს უყურებს, იერიშის კადრები ენახათ. და შემდეგ დავსვათ კითხვა: რა სახის მსოფლიოში მოგვიწევს ცხოვრება, თუკი შეერთებული შტატები უყურებს დიქტატორს, რომელიც საერთაშორისო კანონს მომწამლავი ნივთიერების შესახებ უბოდიშოდ არღვევს და მას თვალს არიდებს?..
ამერიკა არ არის მსოფლიოს პოლიცია. მსოფლიოს გარშემო საშინელებები ხდება, თუმცა თითოეული ბოროტების შემთხვევის სიკეთით შეცვლა ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება. მაგრამ თუკი მოკრძალებული ძალისხმევის და რისკის საფასურად, შეგვიძლია ბავშვების მომწამლავი აირით დახრჩობისგან გადარჩენა, რითაც სამომავლოდ ჩვენი საკუთარი შვილების უსაფრთხოების გარანტიაც გვექნება, მჯერა, რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. სწორედ ამით გამოირჩევა ამერიკა. ეს გვხდის ჩვენ განსაკუთრებულს“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ სატელევიზიო მიმართვის დასასრულს.