შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და მის პარტიას შორის განხეთქილება კიდევ უფრო მწვავდება. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს დონალდ ტრამპმა საჯაროდ გააკრიტიკა სამი რესპუბლიკელი სენატორი რომლებმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს პრეზიდენტის სტაბილურობა და კომპეტენტურობა.
პრეზიდენტის მრისხანების ყველაზე დიდი ობიექტები გახდნენ სენატორები ლინდსი გრემი სამხრეთ კაროლინიდან და ჯეფ ფლეიქი არიზონიდან.
ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, ლინდსი გრემმა ტრამპი იმაში დაადანაშაულა, რომ შარლოტსვილში შაბათს ნეო-ნაცისტების, რადიკალი მემარჯვენეების და სხვა რადიკალური ჯგუფების მიერ აქციის გამართვამდე, პრეზიდენტის მიერ გაკეთებულმა კომენტარებმა მოქალაქეთა შორის უთანხმოება გაამწვავა.
ტრამპმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები "საზიზღარი სიცრუეა" და რომ მისი განცხადებები მორალურად გამართლებული და სათანადო იყო.
ფლეიქი კი, რომელიც სენატის იურიდიული კომიტეტის წევრია, ტრამპის კრიტიკის ობიექტი თავის ბოლო წიგნში გამოთქმული შეხედულების გამო გახდა. წიგნში ის წერს, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ უღალატა თავის პრინციპებს, როცა მან გადაწყვიტა დანებებოდა და არ შეწინააღმდეგებოდა პრეზიდენტის „ბრაზის პოლიტიკას".