ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში გამართულ ულტრა მემარჯვენე, თეთრი რასის უპირატესობის მომხრეთა მსხვერპლიან მარშს მსოფლიოს ლიდერებიც ეხმაურებიან. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ის გმობს “რასიზმს და ძალადობას.” ნაციონალისტების გამოსვლები გააკრიტიკა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც, რომელმაც შარლოტსვილის ინციდენტს “რასისტული, მემარჯვენეთა ძალადობა” უწოდა.
მომხდარი კატეგორულად დაგმო გაერთიანებული ერების ორგანიზაციამაც. “გვჯერა, რომ ჩვენს საზოგადოებაში არ უნდა იყოს ძალადობრივი რასიზმის, ანტისემიტიზმის, ქსენოფობიის და დისკრიმინაციის ადგილი, რისი მოწმეც ამ დღეებში ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში გავხდით” - ნათქვამია გაეროს განცხადებაში.
Facebook Forum