სექტემბერში, 21 წლის ტუნისელმა მიგრანტმა, ბრაჰიმ აუისაუიმ, სხვა მიგრანტებთან ერთად ნავით იტალიურ კუნძულ ლამპედუზას მიაღწია. ბრაჰიმმა, ლამპედუზიდან ნიცამდე, დამატებით 1000 მილზე მეტი გაიარა და ეკლესიაზე ტერორისტული თავდასხმა განახორციელა.
ოქტომბრის ბოლოს, სამი ადამიანის მკვლელობაზე პასუხისმგებელი ტუნისელი მიგრანტი, ფრანგმა პოლიციელებმა დააკავეს. საფრანგეთის სამართალდამცავი უწყება, დაკავებულის მოტივს, ან მის ტერორისტულ დაჯგუფებებთან შესაძლო კავშირების შესახებ დამატებით ინფორმაციას არ ასაჯაროვებს.
ასევე ნახეთ: ამერიკელ ქალს "ისლამური სახელმწიფოს" დახმარებისთვის პატიმრობა შეუფარდესიმ ფონზე, როცა საზოგადოებისთვის დაკავებულის მოტივი კვლავ უცნობი რჩება - რატომ აირჩია მან თავდასხმისთვის ფრანგული ქალაქი, ექსპერტები ამბობენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ევროპის მასშტაბით, საფრანგეთი რადიკალი ისლამისტების მთავარი სამიზნე გახდა.
ევროპოლის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მას შემდეგ, რაც 2014 წელს, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ შეიქმნა, ტერაქტებს საფრანგეთის 300-მდე მოქალაქე ემსხვერპლა. ამავე მონაცემების მიხედვით, იგივე პერიოდში, საფრანგეთში ევროკავშირის სხვა ყველა ქვეყანაზე მეტი ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა.
მეორე უდიდესი რელიგია
„საფრანგეთი სხვა ქვეყნებისგან არ განსხვავდფება. ის უბრალოდ იდეალური მტერია“ - ამბობს ჰუგო მიჩერონი. იგი ისლამურ ექსტრემიზმს პრინსტონის უნივერსიტეტში იკვლევს.
„ეს არის ქვეყანა, რომელსაც ევროპაში ყველაზე დიდი მუსლიმი მოსახლეობა ჰყავს. ეს არის ქვეყანა, რომელსაც ევროპის მასშტაბით, ყველაზე მეტი ებრაელი მოსახლე ჰყავს და ასევე, ეს არის ქვეყანა, ქრისტიანობის მნიშვნელოვანი მემკვიდრეობით“ - ამბობს მკვლევარი.
ასევე ნახეთ: შინაგან საქეთა მინისტრი: ვენაში თავდამსხმელი მარტო მოქმედებდაქრისტიანობის შემდეგ, ისლამი საფრანგეთში მეორე ყველაზე დიდი აღმსარებლობაა. მოსახლეობის 7-9% პროცენტი მუსლიმია.
მუსლიმი სასულიერო ლიდერები ამბობენ, რომ ფრანგ მუსლიმთა აბსოლუტური უმრავლესობა, არ ცნობს რადიკალურ ისლამს. ისინი ამბობენ, რომ თავდამსხმელები მათ რელიგიას არ წარმოადგენენ.
2017 წელს, ევროკავშირში დაგეგმილი - მარცხით, ან წარმატებით განხორციელებული ტერაქტების რაოდენობამ 33-ს მიაღწია. გასულ წელს, რიცხვმა 21-მდე დაიკლო.
ფრანგული სეკულარიზმი
ბოლოდროინდელი თავდასხმების ფონზე, ისლამური ექსტრემიზმი კვლავ აქტუალური საკითხი გახდა.
ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ საფრანგეთის ექსტრემისტი ისლამისტების სამიზნედ ქცევის ამოცანის პასუხი, შესაძლოა ფრანგული სეკულარიზმის ნაირსახეობაში იყოს. ფრანგული სეკულარიზმი კრძალავს ნებისმიერი რელიგიური სიმბოლოს, ჯვრის თუ ჰიჯაბის საჯარო სივრცეში, თვალსაჩინოდ ტარებას.
ასევე ნახეთ: ისლამური სამყაროს ნაწილი საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას აპროტესტებს„ეს სეკულარიზმი ძალიან განსხვავდება ანგლოსაქსური მოდელისგან. ანგლოსაქსური მოდელით, ერები სხვადასხვა თემების მიღებით უფრო მრავალფეროვანი ხდება და მათ მიმართ უფრო შემწყნარებლები არიან“ - ამბობს ლორენს ბინდენერი, გაეროს უშიშროების საბჭოს ანტიტერორისტული კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორი.
„რევოლუციის შემდეგ, საფრანგეთის სატირული პრესა ყოველთვის გამოირჩეოდა რელიგიების საწინააღმდეგო, პროვოკაციული პოზიციებით“ - ამბობს ბინდენერი.
ასევე ნახეთ: საფრანგეთის ეკლესიაში სამი ადამიანი მოკლესნიცის ტერაქტამდე, რუსეთიდან ემიგრირებულმა ჩეჩენმა მოზარდმა, პარიზთან ახლოს ისტორიის მასწავლებელს თავი მოჰკვეთა. მანამდე, პედაგოგმა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურა, გაკვეთილზე მოსწავლეებს აჩვენა, როგორც გამოხატვის თავისუფლების მაგალითი.
სტატია მოამზადა "ამერიკის ხმის" ექსტრემიზმის კვლევის რედაქციამ ვაშინგტონში.