ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისლამური სამყაროს ნაწილი საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას აპროტესტებს


ორშაბათს, ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში, სულ ცოტა, 50 ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩებში, რათა გაეპროტესტებინათ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადება, რომელმაც დაიცვა ისლამის კრიტიკა, როგორც სიტყვის თავისუფლება.

ისლამურ სამყაროში და მათ შორის, ბანგლადეშში, პროტესტები მაკრონმა მაშინ გამოიწვია, როდესაც თქვა, რომ საფრანგეთი კარიკატურის უფლებაზე უარს არასდროს იტყვის.

მაკრონმა ეს კომენტარი ოქტომბერში, მასწავლებელ სამუელ პატის თავის მოკვეთის შემდეგ გააკეთა,რომელმაც თავის მოსწავლეებს პარიზის ყოველკვირეულ სატირულ ჟურნალ “შარლი ებდო”-ში, წინასწარმეტყველ მუჰამედის ხელმეორედ გამოქვეყნებული კარიკატურა აჩვენა.მას შემდეგ მოხდა კიდევ ორი თავდასხმა, რომელიც საფრანგეთის ხელისუფლებამ ისლამისტ ტერორიზმს მიაწერა.

პოლიციის შეფასებით, პროტესტებში დაახლოებით 50 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ დემონსტრაციაზე 100 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.

არაბულ მაუწყებელ “ალ-ჯაზირასთვის” შაბათს მიცემულ ინტერვიუში მაკრონის ტონში უფრო მეტი თანაგრძნობა ისმოდა, მაგრამ სიტყვის თავისუფლებას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

მაკრონმა თქვა, რომ “შემიძლია გავიგო, რომ კარიკატურამ შესაძლოა ადამიანები შეაძრწუნოს, მაგრამ ძალადობის გამართლებას არასდროს მივიღებ.”

Facebook Forum

XS
SM
MD
LG