ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთის ეკლესიაში სამი ადამიანი მოკლეს


დღეს, დანით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ნიცის ღვთისმშობლის ტაძარში სამი ადამიანი მოკლა, ორი ქალი და ერთი კაცი. საფრანგეთის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს ბოლო ორი თვის მანძილზე რიგით მესამე თავდასხმაა, რომელიც სატირულ ჟურნალ "შარლი ებდოში", მუსლმთა წმინდანის მუჰამედის კარიკატურების ხელახლა გამოქვეყნებას მოჰყვა.

თავდამსხმელი ნიცის პოლიციამ დაჭრა და ის ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი. თვითმხილველების მონათხრობის მიხედვით, დაჭრის შემდეგ ის გამუდმებით ყვიროდა: "ალაჰ აქბარ", რაც არაბულად ნიშნავს - ღმერთი დიადია. საფრანგეთის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის მარტო მოქმედებდა და დამატებით არავინ იძებნება.

ნიცის ღვთისმშობლის ტაძარი ერთ კილომეტრზე ნაკლებ მანძილზეა 2016 წელს განხორციელებული ცნობილი ტერაქტის ადგილიდან, სადაც ბასტილიის დღეს, სანაპიროზე ფეხით მოსიარულეებში სატვირთო მანქანა შევარდა. ტუნისის მოქალაქემ სანაპიროზე 1.8 კილომეტრი მანევრებით გაიარა, რათა რაც შეიძლება ბევრს დაჯახებოდა. ტერაქტში 84 ადამიანი დაიღუპა.

მუსლიმთა რწმენის ორგანიზაციის საფრანგეთის ელჩმა დაგმო ნიცაში მომხდარი. მან საფრანგეთის მუსლიმ მოსახლეობას მოუწოდა, ეს კვირა თავი შეიკავონ მუჰამედის დაბადების დღის აღნიშვნისგან, "სოლიდარობა გამოუცხადონ და გლოვით მიაგონ პატივი დაღუპულებს და მათ ოჯახის წევრებს".


In September, a man who had sought asylum in France attacked bystanders outside Charlie Hebdo's former offices with a butcher knife.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG