საერთაშორისო სააგენტოები, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ შესაძლოა ადამიანებში ახალი ინფექციური დაავადებების 70 პროცენტზე მეტი ველური ძუძუმწოვრების ბაზრებიდან ვრცელდებოდეს. სწორედ ამიტომ, სპეციალისტების თქმით, იმ ქვეყნებში სადაც ბაზრებში ცოცხალი ველური ცხოველების გაყიდვა ხდება, ეს პროცესი უნდა შეწყდეს.
„ჩვენ ვიცით, რომ ვირუსების და პათოგენების 70 პროცენტი ცხოველთა სამყაროდან მოდის. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბაზრებში გარეული ცხოველების გაყიდვა შეწყდეს ,“- ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერი, ფადელა ჩაიბა.
Your browser doesn’t support HTML5
არსებობს ვარაუდი, რომ კოვიდ 19-იც სწორედ ვუჰანის ეგზოტიკური ცხოველების ბაზრიდან გავრცელდა. თუმცა მეცნიერებს მეტი კონკრეტიკის გაკეთება ამ დრომდე არ შეუძლიათ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ჩინეთში რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდნენ ამბობენ, რომ კოვიდ 19 ღამურიდან ადამიანს კიდევ ერთი ცხოველის გავლით გადაეცა. თუმცა მეცნიერებს უჭირთ თქვან, რომელია ეს ცხოველი.
ასევე ნახეთ: ექსპერტებს ჩინეთში ველური ცხოველებით ვაჭრობის საკითხი კვლავ აშფოთებთველური ცხოველების ბაზრები აზიაში პოპულარულია. ასეთი ტიპის ბაზრებში იყიდება როგორც ველური ცხოველები, ასევე მათი ხორცი და არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები.
მეცნიერები ამბობენ, რომ ხშირად გასაყიდი ველური ცხოველების ხორცთან ახლოს, გალიაში მოთავსებულია ცოცხალი გარეული ცხოველი, რომელსაც შეუძლია გასაყიდი ხორცი დააბინძუროს სხვადასხვა გზით. არ არის გამორიცხული სწორედ ასე მოხდა კოვიდ 19-ის გადადება ღამურიდან რომელიმე ცხოველზე და შემდეგ ადამიანზე.
ასევე ნახეთ: ფერგიუსონი: პანდემიაზე დამანგრეველი ის ეკონომიკური ზომებია, რომელიც მივიღეთკოვიდ19-ის გავრცელების შემდეგ რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა, შეამცირა იმ ცხოველთა რაოდენობაც, რომელთა გაყიდვაც ველური ცხოველების ბაზარში ხდება.
2020 წელს ჩინეთმა, ზოგიერთ პროვინციაში, ძაღლის ხორცის გაყიდვაც აკრძალა.
Your browser doesn’t support HTML5