ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანმოს სპეციალისტები ვუჰანის ვირუსის კვლევის ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტები ჩინეთში მუშაობას განაგრძობენ. ჯგუფის მიზანია ადგილზე შეისწავლონ ვითარება და მოიპოვონ მტკიცებულებები, თუ როგორ მოხდა თავდაპირველად კოვიდ19-ის გავრცელება. მსოფლიო საზოგადოებისთვის ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ვირუსის გავრცელება თავდაპირველად ვუჰანში, ჰუბეის პროვინციაში მოხდა.

ერთ წელზე მეტია საზოგადოებაში ორი აზრი მუსირებს, თუ კონკრეტულად საიდან გავრცელდა ვირუსი. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ვირუსი სწორედ ვუჰანის ვირუსის კვლევის ლაბორატორიიდან გავრცელდა, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ეს მოხდა ლაბორატორიასთან ახლოს მდებარე სველი ველური ცხოველების ბაზრიდან.

ჯანმოს სპეციალისტის პირველი მცირე კომენტარი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:16 0:00

ბაზრის ტერიტორია სპეციალისტებმა უკვე დაათვალიერეს, რამდენიმე საათის წინ კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტები ვუჰანის ვირუსის კვლევის ლაბორატორიას ესტუმრნენ. ტერიტორიაზე განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები იყო მიღებული, გარე პერიმეტრს ჩინელი სამართალდამცავები იცავდნენ.

ლაბორატორიაში სპეციალისტები დაახლოებით 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. როგორც მათ შესვლამდე განაცხადეს შეხვედრა დაგეგმილი იყო ლაბორატორიის წარმომადგენელთან ში ჟენგლისთან.

ში კარგად ცნობილი ვირუსოლოგია, რომელიც ღამურებში კორონავირუსს იკვლევს. სწორედ ამის გამო მას "ქალ ღამურას" ეძახიან.

მეცნიერების ნაწილს მათ შორის შის მიაჩნია, რომ ლაბორატორიიდნ ვირუსის გავრცელების ჰიპოთეზა არარეალურია, თუმცა ამის მიუხედავად ზოგი სპეციალისტი აგრძელებს სპეკულაციას, რომ შესაძლოა ლაბორატორიაში გარეულ ცხოველს იკვლევდნენ რა დროსაც თაანმშრომელიდაინფიცირდა და შემდეგ მან გაავრცელა ვირუსი ადამიანებში.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ვუჰანის ვირუსის კვლევის ლაბორატორიას მოუწოდებენ, გამოაქვეყნონ ყველა ის ნამუშევარი, რომელიც კორონავირუსს უკავშირდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მედიასთან ვრცლად არ უსაუბრიათ. არაერთ კვითხვაზე პასუხები მოკლე და არაფრისმთქმელი იყო. გუნდში დანიის წარმომადგენელმა თეა ფიშერმა თქვა : "ძალიან საინტერესოა, ბევრი კითხვებია მაშინ, როცა ჟურნალისტებს აინტერესებთ, ჰქონდათ თუ არა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გუნდის წევრებს რაიმე ხელჩასაჭიდი ვირუსის წარმოშობასა და გავრცელებასთან დაკავშირებით." ჯგუფის წევრებს ჟურნალისტებთან ლაპარაკის საშუალებას ჩინური მხარე უზღუდავს, ლაბორატორიის დაცვამ დღეს სპეციალისტებს ჟურნალისტებთან საუბრის საშუალება არ მისცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განმარტავს, რომ ჯგუფის წევრებს ბევრი შეხვედრა აქვთ დაგეგმილი და ჟურნლისტებთან საუბარს ვერ შეძლებენ. აქვე ორგანიზაცია განმარტავს, რომ მკვლევარები ჩინური მხარის მიერ დაგეგმილ შეხვედრებს მართავენ და ისინი საზოგადოებასთან არ ურთიერთობენ.

პეკინი დღემდე ამტკიცებს, რომ ვირუსი ჩინეთში არ გავრცელებულა. ჩინეთის პოზიციაა, რომ კოვიდ19 ჩინეთში იმპორტირებული გაყინული პროდუქტით შევიდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩინეთში მომდევნო კვირის ბოლომდე დარჩებიან და არაერთ შეხვედრას გამართავენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG