ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპერტებს ჩინეთში ველური ცხოველებით ვაჭრობის საკითხი კვლავ აშფოთებთ


ჩინეთი არა მხოლოდ ველური ცხოველების საკვებად გამოყენებისთვის ვაჭრობას უნდა ებრძოლოს, არამედ უნდა აღმოფხვრას საკნონმდებლო ხარვეზები, რომლებიც დაავადებებისადმი მიდრეკილი სახეობების მოშენების საშუალებას იძლევა - ექსპერტები ამის შესახებ მას შემდეგ აცხადებენ, რაც საგამოძიებო ჯგუფმა დაადგინა, რომ კოვიდ-19 ადამიანებს, სავარაუდოდ, ცხოველებში წარმოიქმნა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობით ჩატარებულ კვლევაში, რომელიც გასულ კვირაში გამოქყნდა ნათქვანია, რომ „მეტად სავარაუდოა“ გლობალური პანდემიის გამომწვევი SARS-CoV-2, ადამიანებს ღამურებიდან შუამავალი ცხოველის საშუალებით გადაცა და ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ველური ცხოველების ფერმებში მოშენება თამაშობს.


ტონ იეგანი, ცხოველთა დაავადებების ჩინელი ექსპერტი, რომელიც ერთობლივ კვლევაში მონაწილეობს ამბობს, რომ კვლევით მიღებული დასკვნები ნათელს ჰფენს გასულ წელს პეკინის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მოხმარებისთვის ველური ცოველებით ვაჭრობა აკრძალოს.

მოხსენებაში ყურადღება ასევე გამახვილებულია ველური ცხოველების ფერმებზე, რომელთა მუშაობის ულფებას კანონი კვლავ იძლევა. ასეთი ფერმები ძირითადად ტრადიციული ჩინური მედიცნის ინდუსტრიას და ბეწვეულით ვაჭრობას ეხმარება. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ფერმების მუშაობა დიდ რისკს შეიცავს.

„ფერმებში მოშენებული ცხოველები, მეტნაკლებად, გენეტიკურად ერთგვაროვანი, ჰომოგენურები არიან. ასეთ შემთხვევაში ვირუსი ადვილად ვითარდება“ - აცხადებს ნიუ-იორკის „ველური ბუნების დაცვის საზოგადოების“ მთავარი ვეტერინარი კრისტიან უოლზერი.

ჩინეთმა ვირუსის წარმომავლობის დასადგენად ათასობით ცხოველის ნიმუში გამოიკვლია, მაგრამ კვლევა ამბობს, რომ უფრო ფართო გამოძიების ჩატარებაა საჭირო. კვლევა ასევე რეკომენდაციას გასცემს, შეისწავლონ წაულებისა და ენოტისმაგვარი ძაღლების ფერმები, რომელთა მუშაობა ჩინური კანონმდებლობით კვლავ დაშვებულია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვირუსების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან.


„ამ ძალადობრივ ინდუსტრიებში, მილიონობით ველური ცხოველის თავმოყრა პანდემიისთვის შესანიშნავ კერას ქმნის. თუ მსგავსი ფერემები არ აიკრძელება, ჩვენ კვლავ განვაგრძობთ რუსული რულეტკის თამაშს რაც გლობალურ ჯანდაცვას საფრთხეს უქმნის“ - აცხადებს პიტერ ლი, ცხოველთა უფლებადამცველი „საერთაშორისო ჰუმანური საზოგადოების" წარმომადგენელი ჩინეთში.

აკრძალვები და სუსტი აღსრულება

მარეგულირებლების ხარვეზები და აღსრულების სიუსტე საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფებს საშუალებას აძლევს ველური ცხოველებით ვაჭრობა განაგრძონ, აცხადებენ ექსპერტები. პანგოლინები, გადაშენების პირას მყოფი ძუძუმწოვრები, რომლებიც ვირუსის ადამიანზე გადაცემის პოტენციურ შუამავალ სახეობად არან მიჩნეული, კვლავ მთავარ სამიზნედ რჩებიან.

ჩინურ ტრადიციულ მედიცინაში პანგოლინს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. გასულ წალამდე პანგოლინი ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებოდა, მათ შორის, ართრიტის. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა პანგოლინებით ვაჭრობა აკრძალა, აქტივისტების აცხადებენ, რომ აკრძალვის აღსრულება ვერ ხერხდება. აქტივისტების თქმით, ბოლო დროს გამოვლენილი შემთხვევების დროს, პანგოლინებით მოვაჭრეებს მცირე ჯარიმები დააკისრეს. პანგოლინებისთ ვაჭრბის ერთ-ერთი ძირითად ადგილად ასევე მიჩნეულია მიანმარის სასაზღვრო რეგიონში არსებული თავისუფალი ეკონომიკური ზონა, რომელიც ჩინურ ბიზნესს ეკუთვნის.

„ვაჭრობის თავისუფალ ზონაზე მთავრობის რეალური კონტროლი არ არის, არანაირი სახის აღსრულება არ ხდება. ბევრგან, ველური ცხოველებით ვაჭრობა პრიორიტეტულ პრობლემად არ განიხილება. სწორედ ამიტომ ჩვენ პანდემიით ვიტანჯებით“, აცხადებს "კონსერვაციის მონიტორინგის კვლევის საზოგადოების" ხელმძღვანელი კრის შეპარდი.

ჩინეთი აცხადებს, რომ ვირუსის თავდაპირველი გავრცელება, შესაძლოა მის საზღვრებს გარეთ მოხდა, მაგრამ ამ მოსაზრების ოპონენტები ამბობენ, რომ ველური ცხოველებით ვაჭრობა მიანმარსა და ლაოსში არ იარსებებდა, რომ არა ჩინური ინვესტიცია და საბაზრო მოთხოვნა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG