ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ჯანმოს ანგარიშით კოდივ-19-ის წარმოშობასთან დაკავშირებით შეშფოთებულია


შეერთბულმა შტატებმა, 13 ქვეყანასთან ერთად, სამშაბათს განცხადება გაავრცელა „საერთო შეშფოთებით“ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ანგარიშზე, კოვიდ-19-ის წარმოშობასთან დაკავშირებით.

განცხადება, სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა და მასში ნათქვამია, რომ ანგარიში დაგვიანდა და არ მოიცავდა წვდომას სრულ, თავდაპირველ მონაცემებსა და ნიმუშებზე.

ანგარიში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამშაბათს გამოსცა და თქვა, რომ მაშინ როცა ის დასკვნას აკეთებს მონაცემების ერთიანობაზე დაყრდნობით, „ვირუსის წყარო ვერ დადგინდა“. ჯგუფმა განაცხადა, რომ მათ ქონდათ სირთულეები, როცა საქმე თავდაპირველ მონაცემებზე წვდომას შეეხებოდა ვუჰანში ვიზიტისას.
მკვლევარები ასევე აიძულეს რამდენიმე დღე დაეცადათ, იქამდე სანამ საბოლოო თანხმობას მიიღებდნენ ვუჰანში შესვლისთვის.

შეერთებული შტატების თაოსნობით გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „მსგავს სამეცნიერო მისიებს უნდა მიეცეთ საშუალება იმუშაონ პირობებში, რაც მათ მისცემთ დამოუკიდებელი და ობიექტური რეკომენდაციების გაცემის და მიგნებების საშუალებას“.

განცხადებას შეერთებულ შტატებთან ერთად ხელს აწერენ ავსტრალია, ბრიტანეთი, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ისრაელი, იაპონია, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია, სამხრეთ კორეა და სლოვენია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი ამბობს, რომ უფრო მეტი კვლევა და მონაცემებია საჭირო იმისთვის, რომ დადგინდეს მოხდა, თუ არა ვირუსი ადამიანებზე საკვები ჯაჭვის და გარეული, თუ სხვა ცხოველების გავლით.მან განაცხადა, რომ მაშინ, როცა გუნდმა თქვა, რომ ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვა ყველაზე ნაკლებად სავარაუდო ჰიპოთეზაა, ეს საკითხი გამოძიებული უნდა იქნას.

ჯანმოს გუნდის ლიდერმა, პიტერ ბენ ემბარეკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „სრულიად შესაძლებელია“ კოვიდ-19 2019 წლის ნოემბერსა და ოქტომბერში ვრცელდებოდა ვუჰანში, უფრო ადრე ვიდრე ეს აღწერილ იქნა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG