ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ ექცევიან მთავრობები საკუთარ ხალხს - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში და მდივნის შეფასებები


2020 წელს, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებმა მთელს მსოფლიოში იმატა - ამის შესახებ აშშ-ის საეხლმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია საუბარი. უწყების ყოვწლიურ ანგარიშში ასახუალია, როგორ ექცევიან მსოფლიოს მთავრობები, საკუთარ ხალხს.

„ადამიანის უფლებების მხრივ ტენდენციები არასწორი მიმართულებით მოძრაობას განაგრძობს“- განაცხადა სახელმწიფო მდივანამა რეპორტიორებთან საუბრისას.

ანგარიშზე საუბრისას, ენტონი ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია მთელს მსოფლიოში „უნიკალური გამოწვევების“ მიზეზი გახდა. მისი თქმით, ზოგიერთმა მთავრობამ „კრიზისი გამოიყენა, როგორც საბაბი - უფელებების შეზღუდვისა და ავტორიტარული მმართველობის კონსოლიდაციისთვის.“

„მსოფლიო ქალები და ბავშვები გაზრდილი რისკის წინაშე დგანან. დაწესებული „ლოქდაუნის დროს“ გენდერზე დამყარებული და ოჯახური ძალადობა გაიზარდა“ - ამბობს ბლინკენი

აშშ-ის მთავარი დიპლომატი ამბობს, რომ სხვა მარგინალიზებულმა ჯგუფებმა, მათ შორის ხანდაზმულებმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა, ლესბოსელმა, გეი, ტრანსგენდერმა თემებმა „განსაკუთრებული დაუცველობა განიცადეს.“

კონგრესის მიერ ავტორიზებული მოხსენება, უცხოეთის იმ ქვეყნებში არსებულ ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას აფასებს, სადაც აშშ დახმარებას გზავნის. ამრიგად, ანგარიშში არ არის გაანალიზებული ადამიანის უფლებათა მდგომარეობა აშშ-ში - მაგალითად, შარშანდელი მასშტაბური პროცესი, პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ და 45-ე პრეზიდენტის უსაფუძვლო საჩივრები, არჩევნებთან დაკავშირებით.

ბლინკენი აცხადებს, რომ ბაიდენის ახალმა ადმინისტრაციამ, „ადამიანის უფლებები წინა პლანზე წამოწია და საგარეო პოლიტიკის ცენტრში მოაქცია.“ ის ამბობს, რომ ამ მხრივ საშინაო მდგომარეობაზეც სამუშაოა, აშშ ცდილობს დავიცვათ „ჩვენი უმაღლესი იდიალები და პრინციპები.“

„ჩვენ ყველას გვაქვს სამუშაო და უნდა გამოვიყენოთ ყველა ხელმისაწვდომი შესაძლებლობა იმისთვის, რომ განვავითაროთ უფრო მშვიდობიანი და სამართლიანი სამყარო“ - აცხადებს აშშ-ის პირველი დიპლომატი.

ანგარიშზე კომენტირებისას, ენტონი ბლინკენმა ისაუბრა ჩინეთის, სირიის, იემენის, ნიკარაგუის, კუბის, თურქმენეთის შესახებ.

„მთავრობის სამიზნე გახდა პოლიტიკური დისიდენტები და მშვიდობიანი დემონსტრანტები, ოფიციალური კორუფცია კი კვლავ მძვინვარებს“ - ეს შეფასება ბლინკენმა რუსეთის შესახებ გააკეთა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG