ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„კრიზისიდან რეფორმამდე: მოწოდება აშშ-ის შელახული დემოკრატიის განმტკიცებისთვის“ - „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში


„ბოლო დეკადის განმავლობაში, პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებებების პატივისციემის ეტაპობრივი შემცირების შემდეგ, შეერთებული შტატების დემოკრატიას მწვავე კრიზისი ემუქრება“ - ამ წანამძღვარით, „ფრიდომ ჰაუსი“ აშშ-ის შესახებ 2021 წლის საგანგებო ანგარიშს აქვეყნებს.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა, აშშ-ში დემოკრატიის კრიზისი გამოიწვია. „იმჟამინდელმა მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არჩევნების შედეგების გაუქმება სცადა; ძალადობრივი ბრბო თავს დაესხა კაპიტოლიუმის შენობას, როცა კონგრესში მისი დამარცხება ოფიციალურად უნდა გამოცხადებულიყო; კანონმდებლებმა მარცხი განიცადეს მცდელობაში, ანგარიშვალდებულება დაეკისრებინათ წარმავალი პრეზიდენტისთვის, მისი უგუნური ქმედების გამო. ამრიგად, ის თავისივე პარტიის დეფაქტო ლიდერად დატოვა“ - ნათქვამია ანგარიშის შესავალში.

ამასთან, „ფრიდომ ჰაუსი“ მიიჩნევს, რომ ქვეყანამ შეძლო ყველაზე ცუდი შედეგები თავიდან აერიდებინა. ანგარიშში ნათქვამია, რომ სამართალდამცავებმა კონგრესის წევრების ზიანისგან დაცვა შეძლეს, არჩევნების შედეგების შესახებ სასამართლო პროცესი სამართლიანად წარიმართა და საბოლოოდ, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა უზრუნველყოფილ იქნა. „მაგრამ, კრიზისი მოულოდნელად არ გაჩენილა. აშშ-ის დემოკრატიას გადაუდებელი რესტავრაცია სჭირდება“ - მიიჩნევენ ანგარიშის ავტორები.

79 წლის წინ, ამერიკის მთავრობის მიერ დაფუძნებული, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ პრობლემები, რომლებმაც იანვარში იჩინა თავი, წლების განმავლობაში გროვდებოდა. თუმცა, მიიჩნევს, რომ დაღმავალი ტენდენცია მნიშვნელოვნად დაჩქარდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში - „რადგან, ტრამპის ადმინისტრაციამ გაანადგურა საკუთარი ხელისუფლების ინსტიტუციური და ნორმატიული შემოწმების რესურსები, ანტიკორუფციული გარანტიები და აწარმოა მკაცრი, დისკრიმინაციული პოლიტიკა, რომელიც არეგულირებდა აშშ-ში იმიგრაციასა და თავშესაფრის ძიებას.“

„შეერთებული შტატები რჩება თავისუფალ ქვეყნად და ამერიკელები კვლავ უფრო ძლიერი სისტემით სარგებლობენ, ვიდრე ხალხების აბსოლუტური უმრავლესობა მსოფლიოში“ - აცხადებს „ფრიდომ ჰაუსი“. ორგანიზაციის ყოველწლიურ ანგარიშში, პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ, 10 წლის წინ, ამერიკამ 100-დან 94 ქულა მიიღო. 2020 წელს, ეს მაჩვენებელი 83 ქულით განისაზღვრა.


„ფრიდომ ჰაუსი“ აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობამ, განსაკუთრებული ყურადღება იმ დემოკრატიული ინსტიტუტებისკენ მიმართა, რომლებსაც ის ყველაზე ხშირას ესხმოდა თავს. ორგანიზაცია ასეთებად მიიჩნევს - პრესას, სასამართლო სისტემას, კორუფციისგან დაცვის გარანტიებს და კონგრესის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს. „ამ პლოლიტიკური ზეწოლის შედეგად გამოვლენილი სუსტი მხარეები უნდა მოგვარდეს. მაგრამ, სავარაუდოდ, ეს სიმპტომებია და ღრმა დაავადებების შედეგს წარმოადგენს, რომლებიც აშშ-ის დემოკრატიას იქამდეც აწუხებდა, ვიდრე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდებოდა“ - ნათქვამია ანგარიშში.

კვლევის შედეგად, „ფრიდომ ჰაუსმა“ სამი ძირითადი პრობლემა გამოავლინა - „უთანასწორო მიდგომა კანის ფერის მიხედვით, ფულის არასათანადო გავლენა პოლიტიკაზე, ასევე პარტიული პოლარიზება და ექსტრემიზმი.“

დასკვნა და რეკომენდაციები

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მსოფლიოში თავისუფლების მხრივ, აშშ-ის პოზიციის შემცირება, როგორც საკუთარი, ასევე სხვა ქვეყნების მიმართ აჩვენებს, რამდენად ემუქრება საფრთხე ამერიკულ დემოკრატიას და საჭიროებს დაუყოვნებლივ ყურადღებას. თუ ჩვენ არ ვცდილობთ გავაუმჯობესოთ სისტემაში არსებული სისუსტეები, ეროზია შესაძლოა არამხოლოდ გაგრძელდეს, არამედ დაჩქარდეს კიდეც, რითიც რიგითიც რიგით მოქალაქეებს პრაქტიკაში ნაკლები უფლებები და თავისუფლებები აქვთ. დემოკრატია მოქალაქეთა უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დასაცავად საუკეთესო სისტემაა. ამას ბევრი ამერიკელი აცნობიერებს და უკვე იწყებს მოქმედებას, ათობით სპეციფიკური რეფორმის განსახორციელებლად. არჩეულმა ლიდერებმა სწრაფად უნდა იმოქმედონ, გადალახონ პარტიული უთანხმოებები იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ სამართლიანი დემოკრატიის ჩვენს საერთო ინტერესს, რომელსაც მომავალ გამოწვევებთან გამკლავება შეეძლება“ - ნათქვამია ანგარიშის დასკვნით ნაწილში.

ამასთან, „ფრიდომ ჰაუსი“ შეერთებულ შტატებს ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, სამი ძირითადი პრობლემის მოსაგვარებლად, კონკრეტულ რეკომენდაციებს აძლევს:

  1. შემცირებული ბარიერები ხმის მიცემის პროცესში, როგორც რასობრივი უსამართვლობის აღმოფხვიხვრის ყოვლისმომცველი ძალისხმევის ნაწილი.
  2. შეზღუდეთ ფულის გავლენა პოლიტიკაზე - [საარჩევნო] კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონის გამკაცრებით.
  3. შეამცირეთ პოლიტიკური პოლარიზაცია და ექსტრემიზმი, დამოუკიდებელი კომისიების გადანაწილების პრინციპის შექმნის გზით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG