მის აზრს „რა მნიშვნელობა აქვს, ის მაინც კვდება“ - მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეს თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელის, კელი სადლერის სიტყვებია, რომელიც სენატორ ჯონ მაკკეინის მისამართით ითქვა. შეუძლოდ მყოფი გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორი დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ახალი დირექტორის კანდიდატურის წინააღმდეგია და მან ოთხშაბათს სენატს მოუწოდა, ჯინა ჰასპელი ამ პოზიციაზე არ დაემტკიცებინა.
კელი სადლერი თეთრი სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილეა. მან ეს განცხადება ხუთშაბათს, თანამშრომლებთან გამართულ დახურულ კრებაზე გააკეთა. „ასოშეიტედ პრესს“ ინფორმაცია ანონიმურობის შენარჩუნების პირობით, კრების ორმა მონაწილემ დაუდასტურა. ამ სიტყვებს „შოკირებული და დამუნჯებული“ ვისმენდით - თქვეს მათ.
თეთრი სახლი მედიაში გაჟონილ ინფორმაციას არ უარყოფს. მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენ პატივს ვცემთ სენატორ მაკკეინის სამსახურს ჩვენი ერის წინაშე და მას თავის ოჯახთან ერთად, ამ ურთულეს პერიოდში, ლოცვებში მოვიხსენიებთ. ჯონ მაკკეინს თავის ტვინის კიბოს აგრესიული ფორმის დიაგნოზი აქვს და მკურნალობის კურსს გადის.