ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მთავარია, სწორი საქმე ვაკეთოთ - სენატორი ჯონ მაკკეინი


ჯონ მაკკეინმა საზღვაო ფლოტის კადეტებს უანგარო სამსახურის და თავგანწირვისთვის მადლობა გადაუხადა. არკანზასის შტატის რესპუბლიკელი სენატორი ორშაბათს ქ. ანაპოლისში მდებარე საზღვაო აკადემიაში იმყოფებოდა, რომელიც მისთვის მშობლიური სასწავლებელია.

შეხვედრაზე 81 წლის სენატორმა თქვა, რომ 1958 წელს აკადემია ისე დაამთავრა, რომ კლასში სრულიად შეუმჩნეველი და არაფრით გამორჩეული იყო. თუმცა, ახლა თავს უბედნიერეს ადამიანად თვლის. "თქვენს შორის ბევრი ყველაფერს დათმობს და გაწირავს იმ ამერიკელებისთვის, რომელთაც სამაგიერო მსხვერპლის გაღებას არავინ მოსთხოვს. ეს თქვენი მოწოდებაა და მადლობას გიხდით, რომ ეს გზა აირჩიეთ" - თქვა ამერიკის გმირმა ჯარისკაცმა, რომელმაც 5 წელი ვიეტნამის ციხეში დაჰყო.

"გპირდებით, რომ მძიმე პერიოდების სანაცვლოდ, არაერთი კომპენსაციაც იქნება. თავგადასავლებით სავსე ცხოვრება გექნებათ. საუკეთესო მეგობრებიც გეყოლებათ" - უთხრა მაკკეინმა კადეტებს. მისი მიმართვის მთავარი გზავნილი კი შემდეგი სიტყვები იყო: "მადლობას გეტყვიან თუ არა, მთავარია, სწორი საქმე ვაკეთოთ".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG