ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი, რომელიც ვაშინგტონში ცოტა ხნის წინ დააბრუნდა მკურნალობის მოკლე კურსის გავლის შემდეგ, აცხადებს, რომ მას ტვინის სიმსივნის "ვერაგი" ფორმა აქვს, მაგრამ მას ახლა მეტი ენერგია აქვს დაავადებასთან საბრძოლველად.
ეს განცხადება მაკკეინმა კვირას, ტელეკომპანია სი-ენ-ენთან გააკეთა. 80 წლის სენატორს ტვინის სიმსივნე ივლისში აღმოაჩნდა. მან დასძინა, რომ გამოკვლევის შედეგები და პროგნოზები იმედისმომცემია, თუმცა მის წინაშე დიდი გამოწვევაა. მაკკეინმა დააკონკრეტა, რომ წარსულში მას არაერთი რთული გამოწვევა გადაულახავს და სჯერა, რომ მიმდინარე პრობლემასაც დაძლევს.
ჯონ მაკკეინი ყოფილი სამხედრო პილოტია, რომლის თვითმფრინავიც 1967 წელს ვიეტნამში ჩამოაგდეს. ამის შემდეგ, მან ხუთი წელი ჩრდილოეთ ვიეტნამის ციხეში გაატარა.
გავლენიანი სენატორის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ ამერიკელებს ის, არაერთი შეცდომის მიუხედავად, ქვეყნისადმი სამსახურის გამო ეხსომებათ.
Facebook Forum