ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორ მაკკეინს ტვინის სიმსივნე აღმოაჩნდა


არიზონელ სენატორ ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. ინფორმაცია ოთხშაბათ საღამოს სენატორის ოფისმა გაავრცელა. ინფორმაცია დაადასტურა მაიოს კლინიკამაც, სადაც 80 წლის სენატორი გასულ პარასკევს, მარცხენა თვალს ზემოთ გაჩენილი სისხლჩაქცევის გამო მოათავსეს.

ანალიზებმა ცხადყო, რომ სისხლჩაქცევა გლიობლასტომის - ტვინის აგრესიული სიმსივნის შედეგი იყო. უკანასკნელი თვეების განმავლობაში სენატორი მაკეინი დაღლილობასა და მხედველობის გაუარესებას უჩიოდა. სენატორი და მისი ექიმები მკურნალობის მეთოდებს იხილავენ. უახლოეს დღეებში გადაწყდება, სენატორს ქიმოთერაპიას დაუნიშნავენ, თუ სხივურ თერაპიას.

მაკკეინის ჯანმრთელობის გაუარესების ცნობას შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ტვიტერზე გამოეხმაურა: "ჯონ მაკკეინი ამერიკელი გმირია და ერთ-ერთი უმამაცესი მებრძლი, რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ. სიმსივნემ არ იცის, ვისთან აქვს საქმე. ჯოჯოხეთი მოუწყვე მას, ჯონ."

Facebook Forum

XS
SM
MD
LG