ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორი ჯონ მაკკეინი ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოში რჩება


ამერიკის სენატორი ჯონ მაკკეინი ნაწლავებზე ოპერაციის შემდეგ არიზონაში საავადმყოფოში იმყოფება.

სენატორის ოფისის განცხადებით, „კვირას, ფენიქსის მაიოს კლინიკაში სენატორი ჯონ მაკკეინი მიიღეს, სადაც მას ნაწლავების ინფექციის სამკურნალოდ ოპერაცია გაუკეთდა.“

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ფენიქსში საავადმყოფოში დაწოლამდე, „ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სენატორი მაკკეინი ფიზიკური თერაპიის კურსს საკუთარ სახლში, კრონსვილში, (არიზონა) გადიოდა და კიბოს მკურნალობის დროს გავლილი ქიმიური თერაპიის გვერდითი ეფექტების დაძლევაზე მუშაობდა. [...] სენატორი მაკკეინი და მისი ოჯახი მადლიერები არიან სენატორის მკურნალ ექიმთა არაჩვეულებრივი გუნდის და გულითადად აფასებენ მხარდაჭერას და ლოცვებს, რომლებსაც უწყვეტად იღებენ ადამიანებისგან მთელი ქვეყნის მასშტაბით."

81 წლის სენატორის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

სენატორ მაკკეინის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება შარშან, ტვინის კიბოს დიაგნოზის დასმის შემდეგ დაიწყო. მან ქიმიური თერაპიის რამდენიმე კურსი გაიარა, რამაც, როგორც მოსალოდნელი იყო, მის ორგანიზმზე უარყოფითი გავლენა იქონია.

მაკკეინი დეკემბრის შემდეგ არიზონაშია და ვაშინგტონში არ დაბრუნებულა. სენატში საკანონმდებლო საქმიანობას ის დისტანციურად აგრძელებს. სენატის წესების თანახმად, კენჭისყრებში დისტანციურად ხმის მიცემა მას არ შეუძლია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG