ამერიკაში დელტა ვარიანტის შემთხვევების ზრდასთან ერთად, თეთრი სახლი, ვაქცინაციის პოლიტიკის სერიოზულ გადახედვას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფედერალურ სამსახურში მყოფებს თავიანთი ვაქცინაციის მოწმობის ჩვენება დასჭირდებათ იმის დასამტკიცებლად, რომ აცრილები არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მოთხოვენ, რომ აიცრან და რეგულარულად ატარონ პირბადე.
ფედერალურ სამსახურში მყოფთთათვის სავალდებულო ვაქცინაციის მოთხოვნა, ერთ-ერთ სავარუდო ვარიანტად განიხილება ბაიდენის ადმინისტრაციაში, სადაც ფიქრობენ, როგორ გაუმკლავდნენ დელტა ვარიანტის გავრცელებას ქვეყანაში.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საუბარია 4,2 მილიონ ადამიანზე, ვინც ფედერალურ სააგენტოებსა თუ მთავრობაში მუშაობს. ამ რიცხვში შედიან სამხედრო მოსამსახურეებიც.
ასევე ნახეთ: ამერიკაში მოგზაურობის მსურველებისთვის შეზღუდვები არ მოიხსნებაპრეზიდენტმა ბაიდენმა ამ თემასთან დაკავშირებით, სამშაბათს კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ამ თემას "განიხილავენ", თუმცა უფრო დეტალურად არ უსაუბრია. ორშაბათს, "ვეტერანთა დეპარტამენტი" პირველი ფედერალური სააგენტო გახდა, სადაც თანამშრომლებისთვის სავალდებულო ვაქცინაცია ძალაში შევიდა.
ამერიკაში სავალდებულო ვაქცინაციას ითხოვენ მედიკოსებისთვისაც. "ამერიკის სამედიცინო ასოციაცია", "ამერიკის მედდათა ასოციაცია" და 55 სხვა მსგავსი ჯგუფი, ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც შემდეგი წერია: ”ჩვენ მოვუწოდებთ ჯანდაცვისა და გრძელვადიანი ჯანდაცვის ყველა დამსაქმებელს, მოითხოვონ მათი თანამშრომლების ვაქცინაცია COVID-19– ის წინააღმდეგ".
ასევე ნახეთ: ევროპის წამყვანი ქვეყნები აუცრელებს შეზღუდვებს უწესებსამ ჯგუფების უმეტესობა პირველად ითხოვს, რომ ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს. მათი არგუმენტი ისაა, რომ "ამერიკელი მშრომელების, მათი ოჯახებისა და საზოგადოების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზეა დამოკიდებული მთელი ერი".
გამოკითხვები აჩვენებს, რომ მედდების საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლებია აცრილი, მიუხედავად იმისა, რომ მათ ვაქცინაზე ხელი სხვებზე ადრე მიუწვდებოდათ.