ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არხილოსკალოელი ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია!


21 წლის ლაშა ბექაური ოლიმპიური ოქროს მედლით
21 წლის ლაშა ბექაური ოლიმპიური ოქროს მედლით

21 წლის ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია!!! საქართველოს პირველი ოქროს მედალი ტოკიოში არხილოსკალოელმა ძიუდოისტმა მოუპოვა!

90 კგ წონით კატეგორიაში, ლაშამ ფინალში ბრწინვალე სტილში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა და ერთ მილიონ ლარს მიიღებს.

"ძალიან მიყვარხართ მთელი საქართველო! ჩემი ხალხი! დიდი მადლობა ჩემს არხილოსკალოს, ჩემს ზემო და ქვედა ქედს და გუდამაყარს! მიყვარხართ!"
ლაშა ბექაური, ოლიმპიური ჩემპიონი


ლაშამ მეტოქე თავიდანვე ვაზარიზე დასცა, თუმცა სულ სამი დააკლდა რომ შეებოჭა და იპონი მიეღო. ამის შემდეგ ქართველი თავდაცვაში გადავიდა, გერმანელს ილეთი აღარ გააკეთებინა, 21 წლის ასაკში ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის მოიპოვა, რაც უდიდესი გამარჯვებაა.

"ძალიან მიყვარხართ მთელი საქართველო! ჩემი ხალხი! დიდი მადლობა ჩემს არხილოსკალოს, ჩემს ზემო და ქვედა ქედს და გუდამაყარს! მიყვარხართ!" - ლაშა ბექაური ემოციებს ვერ იკავებდა.

ლაშა ბექაური და ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი
ლაშა ბექაური და ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი

ფინალამდე ლაშა ბექაურმა სუფთად მოუგო პოლონელ კუჩერას, შემდეგ რთულ ბრძოლაში ებრაელი კოჩმანი დაამარცხა, 1/4 ფინალში უზბეკი ბობონოვი სახიფათო ილეთის გამო მსაჯებმა მოხსნეს. რთული ნახევარფინალი რუსეთის სახელით მოასპარეზე ჩერქეზ იგოლნიკოვის კი ვაზარით მოუგო. ეს საქართველოს პირველი ოქროა ტოკიოში და რიგით 37-ე ოქროს მედალი 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიადიდან მოყოლებული.

XS
SM
MD
LG