ქორწილი 39-ე სართულზე

ადგილზე, სადაც 11 სექტემბრის ტერაქტი მოხდა, ქორწინების სახლიც იმუშავებს.

სულ მალე, ნიუ-იორელებს და ქალაქის სტუმრებს საშუალება ექნებათ საკუთარ რჩეულს ხელი 39-ე სართულზე სთხოვონ და ქორწინება ოფიციალურად გააფორმონ. თავისუფლების ქანდაკების, ნიუ-ჯერსის, მანჰეტენის და ბრუკლინის ხედებს შორის, არჩევანს წყვილები თავად გააკეთებენ.

მსოფლიო სავაჭრო ცენტრ 7-ში, 914 მ2 ფართი, ამერიკაში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა საქორწინო კომპანია “ზოლამ” ცოტა ხნის წინ იქირავა.

ბიზნეს ანალიტიკოსების განცხადებით, “ზოლა” ყველაზე სწრაფად მზარდი კაპიტალის მქონე საქორწინო კომპანიაა. ის 5 წლის წინ დაარსდა და ძირითადად ნიუ-იორკში ოპერირებს. ამ პერიოდში, კომპანიამ ათასობით ქორწილი დაგეგმა და ჯამში $100 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.

“მსოფლიო სავაჭრო ცენტრი ნომრით 7, შესანიშნავი ადგილია “ზოლასთვის". ეს შენობა გვაძლევს უფრო მეტ საშუალებას განვითარებისათვის და სერვისების გაუმჯობესებისთვის,”- აცხადებს ზოლას თანადამფუძნებელი, შან ლი მა.

შეთანხმების შესახებ ინფორმაცია, მსოფლიო სავაჭრო ცენტრსა და “ზოლას” შორის შუამავალი საბროკერო კომპანიის, “სილვესტეინ ფროფერთის” ხელმძღვანელობამ გაავრცელა. კომპანიის ხელმძღვანელი, ლარი სილვერსტეინი მიღწეული შეთანხმებით კმაყოფილია.

კომპანიებს შორის შეთანხმებას ხელი 2019 წლის დასაწყისში მოეწერა.