ომის დანაშაულები, მათ შორის, ბავშვების გაუპატიურება, წამება და თავისუფლების აღკვეთა - გაეროს მანდატით მოქმედი საგამოძიებო ორგანოს ხელმძღვანელი რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე ჩადენილ დანაშაულებზე საუბრობს.
„შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, კომისია ასკვნის, რომ უკრაინაში ჩადენილია ომის დანაშაულები“ - საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, ერიკ მოსმა, ეს განცხადება დღეს, გაეროს ადმიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე, ჟენევაში გააკეთა.
მოსეს არ დაუკონკრეტებია, ვინ არის დამნაშავე, თუმცა კომისიამ ყურადღება გაამახვილა მანამდე რუსული ძალების მიერ ოკუპირბულ ტერიტორიებზე - კიევზე, ჩერნიჰივზე, ხარკივსა და სუმიზე.
ასევე ნახეთ: „აშკარა ომის დანაშაული“ - ჰიუმან რაითს უოჩი უკრაინაში რუსული ძალების ქმედებებზეგაეროს ადმიანის უფლებათა საბჭოს მიერ შექმნილი კომისიის გამომძიებლებმა, უკრაინაში 27 ადგილი მოინახულეს, გამოკითხეს 150-ზე მეტი მსხვერპლი და მოწმე. მათ დიდი რაოდენობით სიკვდილით დასჯის მტკიცებულებები აღმოაჩინეს, მათ შორის, ცხედრები შეკრული ხელებით და თავის არეში, ჩეცხლასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით.
მოსის თქმით, გამომძიებლების დასკვნით, სექსუალი ძალადობის მსხვერპლთა ასაკი 4 წლიდან 82 წლამდეა. მიუხედავად იმისა, რომ რუსი ჯარისკაცები სექსუალურ ძალადობას იყენებდნენ როგორც სტრატეგიას, კომისიას „ამ მიზნის რაიმე ზოგადი ნიმუში დადგენილი არ აქვს“ - აცხადებს კომისიის ხელმძღვანელი.
რუსეთი, ომის მიმდინარეობისას, რომელსაც თავად „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს, მშვიდობიან მოსახლეობაზე განზრახ თავდასხმას უარყოფს.
ჟენევაში გამართულ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს შეხვედრაზე რუსეთს მოუწოდეს გამოთქმულ ბრალდებებზე ეპასუხა. თუმცა, სხდომაზე, რუსეთის წარმომადგენლის ადგილი ცარიელი იყო. მოსკოვს, კომისიის დასკვნაზე, ამ დრომდე ოფიციალური რეაქცია არ ჰქონია.
შემდეგ ეტაპზე, კომისია ყურადღებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე არსებულ „ფილტრაციის ბანაკებზე“ გაამახვილებს. ასევე ბრალდებებზე, რომლებიც ადამიანების იძულებით გადაყვანასა და რუსეთში უკრაინელი ბავშვების შვილად აყვანას ეხება.
Your browser doesn’t support HTML5
უკრაინა და ზოგიერთი ქვეყანა კომისიას მოუწოდებს ასევე გამოიკვლიოს აღმოსავლეთ უკრაინაში, იზიუმთან ახლოს აღმოჩენილი მასობრივი სამარხი, სადაც ასობით ცხედარი იპოვეს.
„თუ [რუსეთის დარღვევები] უპასუხოდ დარჩება, ეს დაუსჯელობისა და ყველაფრის დასაშვებლობის ბნელ სამყაროში ჩაგვითრევს“ - განაცხადა საბჭოსადმი ვიდეომიმართვისას, უკრაინის წარმომადგენელმა, ანტონ კორინევიჩმა.
ზოგიერთ შეთხვევებში, საბჭოს მიერ დაწყებული გამოძიებები შეიძლება გამოყენებულ იქნას ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოების წინაშე. ასე მოხდა სირიის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის შემთხვევაში, რომელიც სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი წამების გამო, იანვარში, გერმანიაში დააპატიმრეს.
მოსის განცხადებით, კომისიის დასკვნების შესახებ, მას უკვე ჰქონდა კომუნიკაცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან. კომისიამ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს საბოლოო ანგარიში 2023 წლის მარტში უნდა წარუდგინოს. ანგარიში ასევე მოიცავს რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა დადგეს დამნაშავეთა პასუხისმგებლობა.