სახელმწიფო მდივანმა დეტალების დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა დაადასტურა რომ ვაშინგტონი ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებდა.
აშშ სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ძალისხმევას აძლიერებს სირიელი მეამბოხეების დასახმარებლად.
კლინტონს დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა სამშაბათს მან განაცხადა, რომ ამერიკა არა-ლეთალურ და საკომუნიკაციო დახმარებას უზრუნველყოფს. მან დასძინა, რომ ვაშინგტონი გაეროს უშიშროების საბჭოს გარეთ ატარებს ამ ძალისხმევას. კლინტონის განცხადებით, რუსეთმა და ჩინეთმა გაეროში აქამდე ჩააგდეს სამი რეზოლუცია, რომლებიც ასადის მთავრობის წინააღმდეგ ძლიერ ზომებს ითხოვდა.
სახელმწიფო მდივნის ხაზგასმით, სირიის ოპოზიცია დამატებით ტერიტორიებს იგდებს ხელში, რაც საბოლოო ჯამში მეტი ოპერაციებისთვის უსაფრთხო თავშესაფარი და ბაზა გახდება.