სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი და მისი უახლოესი გარემოცვა შიიტური ალავიტების სექტის წარმომადგენლები არიან, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის 12%-ს შეადგენენ.
ალავიტებისგან შემდგარი ლაშქარი, რომელსაც შაბიჰას უწოდებენ, მთავრობის მოწინააღმდეგეთა მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა. თუმცა ალავიტების ნაწილი, რომლებიც სირია-თურქეთის საზღვრისპირა რაიონებში ცხოვრობენ, მხარს არ უჭერს პრეზიდენტ ასადის რეჟიმს.
თურქეთის ქალაქ ღაზიანთეფში მდებარე ალავიტების სამლოცველოში რელიგიური რიტუალი მუსიკის და ცეკვის თანხლებით მიმდინარეობს, იქვე 12 წმინდა იმამის სურათი მოჩანს.
ალავიტების რელიგიურ შეხედულებები მრავალ კითხვას ბადებს მუსულმანურ სამყაროში. სირიაში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე კი ეს გაუგებრობა უფრო იზრდება.
როგორც სამლოცველოს გამგე, ანუ დედე, ჰუსეინ ქესქინი ამბობს, თურქეთის მთავრობა ალავიტების წინააღმდეგ მოქმედებს:“ სრულიად ნათელია ვის უჭერს მხარს თურქეთის ხელისუფლება სირიაში, ისინი ცეცხლზე ნავთს ასხავენ და სირიაში არეულობას უწყობენ ხელს.“
ჰუსეინ ქესქინის განცხადებით, ალავიტურ უმცირესობას თურქეთში ცუდად ეპყრობიან. მისი თქმით:“ მთავრობისთვის ჩვენ უცხოები ვართ და ჩვენი პრობლემებით ისინი არასოდეს ინტერესდებიან.“
სირიელ ალავიტებსაც მსგავსი საშიშროება ელით. ისინი თვლიან, რომ თუ ასადის ალავიტური მთავრობა დაემხო და ძალაუფლება სუნიტურმა უმრავლესობამ ჩაიგდო ხელში, მაშინ რელიგიურ უმცირესობებს, ქრისტიანებს და დრუზებს, ალავიტებთან ერთად დიდი პრობლემები შეექმნებათ.
სირიის მთავრობა ამ აჯანყებას სწორედ რადიკალი სუნიტების წამოწყებად მიიჩნევს, რომელსაც ალავიტებმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ.
თურქეთის სასაზღვრო ქალაქი ანტაკია თავისი ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რომელიც ამ ქალაქის ბაზარშიც ადვილი შესამჩნევია.
როგორც ერთ-ერთი მოვაჭრე სერვეთ დუზგული ამბობს, თურქეთის მთავრობა სირიაში სიტუაციის არევას ცდილობს. მისი თქმით:“ მეც ალავიტი ვარ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ალავიტი ხარ თუ სუნიტი, მთავარია კარგი ადამიანი იყო.“
ანტაკიაში მცხოვრები ხალხი უკვე დაყოფილია რელიგიური და ეთნიკური ნიშნით. ადრე აქ ბევრი სირიელი ჩამოდიოდა სავაჭროდ, მაგრამ ახლა ყველას აწუხებს ვაჭრობის შემცირება, რაც მეზობელ სირიაში მიმდინარე კონფლიქტით არის გამოწვეული.
თაერ აბუდი ალავიტია, თუმცა ის წლების მანძილზე დემოკრატიული მოძრაობის აქტივისტი იყო. მისი თქმით:“ თუ ალავიტი ხარ, მაშინ განსაკუთრებით საშიში ხდები ამ რეჟიმისთვის და გამორჩეულად გსჯიან.“
აბუდი დაპატიმრების შემდეგ სასტიკად აწამეს სირიაში, მაგრამ როგორღაც შეძლო ციხიდან გაქცევა და მეზობელ თურქეთს შეაფარა თავი. მისი თქმით:“ რევოლუციაში სუნიტებთან ერთად ქრისტიანები, ალავიტები და დრუზებიც მონაწილეობენ. მთავრობას შეუძლია რომელიმე ჩვენთაგანის მოკვლა, მაგრამ ათასებს ვერ დახოცავენ. რევოლუციის იდეოლოგიას ვერ მოკლავენ.“
თაერ აბუდის განცხადებით, ეს არ არის რელიგიური რევოლუცია, მთავარია დიქტატურის დამხობა. ოპოზიციის აქტივისტი თავისუფალ სირიაში დაბრუნების იმედს არ კარგავს.