სირიის დედაქალაქში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ერთგულმა ძალებმა ტანკებისა და შვეულმფრენების გამოყენებით იერიში მიიტანეს მეამბოხეთა პოზიციებზე, აჯანყებულებმა კი ალეპოში წამოიწყეს ბრძოლები სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ.
ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით, ბრძოლები დამასკოს ორ რაიონში, ბარზეჰსა და მაზეჰში მიმდინარეობს. ინტერნეტით გავრცელდა მეამბოხეთა სამხედრო მეთაურის განცხადება, ალეპოში სამხედრო მოქმედებების დაწყების შესახებ.
თურქეთის ხელისუფლების განცხადების თანახმად, მეამბოხეებმა სირია თურქეთის საზღვარზე ერთ-ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი ჩაიგდეს ხელში.