სირიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქიმიურ იარაღს მხოლოდ სხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალების და არა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ჟიჰად მაკდისის განცხადებით, სირიის შეიარაღებული ძალები იცავენ და აკონტროლებენ ქვეყნის ქიმიური იარაღის არსენალს.
ამ ფონზე, დედაქალაქ დამასკოსა და ქალაქ ალეპოში სახელისუფლებო ძალებსა და ოპოზიციას შორის შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება.
არაბულმა ლიგამ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს ქვეყნის ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვება შესთავაზა იმ შემთხვევაში, თუ ასადი ხელისუფლებიდან წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს.