22 სექტემბერს მესამე და დასკვნითი საპრეზიდენტო დებატები მთლიანად ამერიკის საგარეო პოლიტიკას დაეთმობა
აშშ პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და მისმა მეტოქემ, მიტ რომნიმ კვირა დღე მრჩევლების გარემოცვაში გაატარეს მესამე და დასკვნითი დებატებისთვის მოსამზადებლად.
22 ოქტომბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო დებატები, რომელიც 90 წუთს გასტანს, ფლორიდის შტატში გაიმართება. ფლორიდაში კანდიდატები რთულ ორთაბრძოლას ელიან საარჩევნოდ. ამ დღეს, ამერიკის მოსახლეობას ბოლოჯერ მიეცემა საშუალება ორივე კანდიდატი ერთი და იმავე სცენაზე, საკუთარი პოლიტიკური პლატფორმის დაცვისას იხილოს.
წინასაპრეზიდენტო კამპანიის მთავარ აქცენტს ეკონომიკური მდგომარეობა წარმოადგენდა. თუმცა, დასკვნითი დებატები მთლიანად საგარეო პოლიტიკას დაეთმობა.
აღსანიშნავია, რომ რომნის ბანაკი, ისევე როგორც მისი მოკავშირეები რესპუბლიკური პარტიიდან, ბარაკ ობამას ბრალს სდებენ იმაში, რომ პრეზიდენტმა თავი ვერ გაართვა სექტემბერში, ლიბიაში ამერიკის საკონსულოში შექმნილ ვითარებას, რასაც ამერიკის ელჩის დაღუპვა მოჰყვა.
ირანთან დაკავშირებით, მიტ რომნი ირწმუნება, რომ ობამა თეირანს საკმარისად მკაცრად არ ექცევა, ისრაელისთვის კი შესაფერის მხარდაჭერას ვერ უზრუნველყოფს.
ამ ფონზე, ობამამ უკვე განაცხადა, რომ რომნი ლიბიის მოვლენების პოლიტიზირებას ახდენს, ირანის წინააღმდეგ კი უკვე მოქმედებს მკაცრი სანქციები. პარალელურად, ამერიკა ისრაელთან თანამშრომლობას ავითარებს უსაფრთხოების დარგში.