ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელები ახალ პრეზიდენტს 6 ნოემბერს აირჩევენ


ამერიკაში არჩევნები ყოველთვის ნოემბრის პირველ სამშაბათს იმართება და პრეზიდენტის კანდიდატებს თითოეული ამომრჩეველი აძლევს ხმას, ქვეყნის ხელმძღვანელის საბოლოო არჩევა 17 დეკემბერს, 538 ადამინის მიერ ხდება.

თუმცა, ნამდვილი საპრეზიდენტო არჩევნები 17 დეკემბერს ტარდება და ამ პროცესში მხოლოდ 538 ადამიანი მონაწილეობს. ეს არის ამერიკული საარჩევნო სისტემის დამახასიათებელი თავისებურება, რომელიც ხშირად, ყურადღების მიღმა რჩება.

ამ ჯგუფს საარჩევნო კოლეგიის სახელით იცნობენ.

1787 წელს, როდესაც ამერიკის კონსტიტუცია შეიქმნა, არცერთი ევროპული სახელმწიფო პირდაპირი წესით არ ირჩევდა ქვეყნის მეთაურს. ამ ტენდენციის გავლენით, ამერიკის კონსტიტუციის შემქმნელებმა ორი ეტაპის შემცველი სისტემა ჩამოაყალიბეს, რომლის საშუალებით ადამიანები საკუთარ ხმას აფიქსირებენ, თუმცა, ხმები მცირე ზომის ჯგუფს გადაეცემა. ეს ჯგუფია საარჩევნო კოლეგია, რომელიც საყოველთაო არჩევნების დღიდან ერთი თვის თავზე შეიკრიბება და პრეზიდენტს აირჩევს.

ვაშინგტონში მდებარე ამერიკის უნივერსიტეტის პროფესორი, კურტის განსი ამასთან დაკავშირებით ამბობს:

„თითოეული შტატიდან (მუნიციპალიტეტიდან) არჩეული სენატორები და დეპუტატები ირჩევენ თითო ხმოსანს. გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს კოლეგიის წევრთა უმრავლესობა. არის კიდევ კოლეგიის სამი დამატებითი წევრი, რომლებიც კოლუმბიის ოლქის მსგავს ტერიტორიებს, სხვანაირად, შტატგარეშე ოლქებს, წარმოადგენენ. მთლიანობაში კოლეგიის წევრთა რაოდენობა 538-ს შეადგენს," - გვეუბნება საარჩევნო სისტემის მკვლევარი.

კოლეგიის უმრავლესობის, 270-ი წევრის ხმა პრეზიდენტის ასარჩევად საკმარისია. თუმცა, თუ ვერცერთი კანდიდატი კოლეგიის ხმათა ამ რაოდენობას ვერ მიიღებს, მაშინ კონსტიტუციაში გათვალისწინებული დებულების თანახმად, წარმომადგენელთა პალატა აირჩევს პრეზიდენტს, თუმცა, ასეთი ფაქტი ბოლო 200 წელია ამერიკაში არ მომხდარა.

აღსანიშნავია, რომ ტრადიციულად საპრეზიდენტო არჩევნებში ერთი რომელიმე კანდიდატი საყოველთაო არჩევნებშიც, ეგრეთ წოდებული პოპულარული ხმებით და, ასევე, საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემული ხმებით იგებს. თუმცა, გამონაკლისი 2000 წელს მოხდა.

დემოკრატმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, ელ გორმა საყოველთაო კენჭსყრაში გამარჯვება მოიპოვა 500,000 ხმის განსხვავებით. საარჩევნო კოლეგიიდან მან 266 ხმა მიიღო. თუმცა, მისმა მეტოქემ, რესპუბლიკელმა ჯორჯ ბუშმა ფლორიდის შტატში უმნიშვნელო უპირატესობით გაუსწრო დემოკრატ კანდიდატს.

გორმა შედეგების გადათვლა მოითხოვა. შედეგად, ბუშმა გადათვლილი ხმებით მიღებული რეზულტატი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. არჩევნებიდან ერთი თვის თავზე, სასამართლომ ჯორჯ ბუშს დაუჭირა მხარი და ფლორიდის შტატიდან საარჩევნო კოლეგიაზე გადანაწილებული 25-ივე ხმა ჯორჯ ბუშის სასარგებლოდ დაამტკიცა, რამაც ბუშს თეთრ სახლზე კონტროლისკენ გაუხსნა გზა.

ორივე პარტია ძალიან მორგებულია საარჩევნო სისტემის თავისებურებებსა და, განსაკუთრებით, საარჩევნო კოლეგიის პრინციპზე დაფუძნებულ არჩევითობის პრინციპს. როგორც ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორი, დენის ჯონსონი აცხადებს, სწრედ ამიტომ, ნაკლებად შესაძლებელია, რომ ამ რთული სისტემის ცვლილება, უახლოეს მომავალში ვივარაუდოთ:

„ორი ტრადიციული ამერიკული პარტია თითქოს ამ სტრატეგიის შეცვლას არ ცდილობს," - ამბობს ექსპერტი. „ეს მათთვის პირიქით მომგებიანიცაა. როგორც ამერიკულ საარჩევნო სისტემას აქამდეც ახასიათებდა - დაე მოგებულს დარჩეს ყველაფერი!“

ჯონსონის თქმით, დემოკრატიული პარტია, დომინანტური გავლენის გამო ამერიკის ქალაქებზე, და რესპუბლიკური პარტია, რომელიც შედარებით პატარა, ნაკლებ დასახლებულ ტერიტორიებს სრულად აკონტროლებს, ნაკლებ რეალურია, რომ პირდაპირი არჩევნების წესზე გადასვლას დაუჭერს მხარს.
XS
SM
MD
LG