ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონი გრძელდება


მიტ რომნისა და ბარაკ ობამას შორის სხვაობა მას შემდეგ შემცირდა, რაც კანდიდატებმა სატელევიზიო დებატებში ეკონომიკის თემაზე იმსჯელეს

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, საზოგადოებრივი გამოკითხვები აჩვენებს, რომ პრეზიდენტ ობამასა და მიტ რომნის შორის წინასაარჩევნო რეიტინგებში განსხვავება თითქმის გათანაბრდა.

პიუს კვლევითი ჯგუფის ცენტრის გამოკითხვით, რესპუბლიკელი კანდიდატი პრეზიდენტ ობამას ოთხი პროცენტით უსწრებს, მაშინ როდესაც გალოპის მიხედვით, პრეზიდენტი ობამა მიტ რომნიზე სამი პროცენტით არის დაწინაურებული.

მიტ რომნისა და ბარაკ ობამას შორის სხვაობა მას შემდეგ შემცირდა, რაც კანდიდატებმა სატელევიზიო დებატებში ეკონომიკის თემაზე იმსჯელეს.

ანალიტიკოსების აზრით, ეკონომიკურ თემაზე დებატების დროს რესპუბლიკელი კანდიდატი პრეზიდენტ ობამასთან შედარებით ბევრად უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს.

სამშაბათს, ორივე საპრეზიდენტო კანდიდატმა კამპანია არჩევნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან შტატებში - ოჰაიოსა და აიოვაში ჩაატარა.
XS
SM
MD
LG