მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბარსელონა შესაძლო ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით გააფრთხილა, ლას რამბლას რაიონში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. ორშაბათის შემდეგ, პოლიცია განსაკუთრებითაა მობილიზებულია ბარსელონაში, სადაც სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სადღესასწაულო სეზონზე შეიძლება ტერაქტი მოხდეს.
რეგიონის პოლიცია პატრულირებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, იქ სადაც ამ პერიოდში ტურისტების მეტი კონცენტრაცია ხდება. სამართალდამცავები მრავლად არიან სატრანსპორტო სადგურებზე, ავტობუსის, მატარებლის გაჩერებებზე და აეროპორტში.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ანტი-ტერორისტული ზომები ასეთი ინტენსივობით 2015 წლის შემდეგ არ გატარებულა. ბარსელონა ტერორისტების სამიზნე შარშან, 2017 წლის აგვისტოში გახდა, როცა დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მიერ მოწყობილ თავდასხმაში 14 ადამიანი დაიღუპა.