ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ისლამურმა სახელმწიფომ" ბარსელონაში მომხდარ ტერორისტულ ინციდენტზე პასუხისმგებლობა აიღო. თავდასხმისას, მიკროავტობუსის მძღოლმა ტურისტებით გადატვირთულ ადგილას მანქანა, რომელიც მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, ხალხს შეაჯახა. ამ წუთებისთვის, დაღუპულად ცხადდება 13 ადამიანი, დაშავებულია ასზე მეტი გამვლელი.
კატალონიის პოლიციის ცნობით, დაკავებულია ორი პირი-ერთი მათგანი მაროკოდან, მეორე კი ესპანეთიდან არის.
მიკროავტობუსის მძღოლი ჯერჯერობით სამშვიდობოს იმყოფება. არც ის არის ზუსტად დადგენილი, თუ რა კავშირი აქვთ დაკავებულებს ამ თავდასხმასთან.
Facebook Forum