ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარსელონის ტერაქტში ეჭვმიტანილი ბოლო ტერორისტი ლიკვიდირებულია


ესპანეთის პოლიციამ დაადასტურა, რომ გასულ კვირას, ბარსელონაში სისხლიან თავდასხმაზე ეჭვმიტანილი, 22 წლის მაროკოელი იუნუს აბუიაქუბი ლიკვიდირებულია. ის თანამზრახველთა 12-წევრიანი ჯგუფის ბოლო წარმომადგენელი იყო, რომელსაც დღემდე ეძებდნენ.

პოლიციას საეჭვო პირის შესახებ ბარსელონიდან დასავლეთით სოფელ სუბირაში მცხოვრებმა ქალმა შეატყობინა. ტერორისტს, რომელსაც ყალბი ასაფეთქებელი ქამარი ჰქონდა შემორტყმული პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა. ეჭვმიტანილის სხეულზე შემოკრული საეჭვო ქამრის მოსაცილებლად, გამნაღმველებმა რობოტი გამოიყენეს, რის შემდეგაც პოლიციამ მისი იდენტიფიკაცია მოახდინა.

ბარსელონაში ტერორისტული თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 100-ზე მეტია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG