ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარსელონაში ტერაქტის კიდევ ერთი მსხვერპლი გარდაიცვალა


კვირას, ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის დროს დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი-51 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 17 აგვისტოს ტერაქტისას გარდაცვლილთა რაოდენობა ამით თექვსმეტამდე გაიზარდა.

იმ დღეს განხორციელებული თავდასხმებისას ბარსელონაში 120 ადამიანი დაშავდა. აქედან, 24 პირი საავადმყოფოში რჩება, რომელთაგან ხუთი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

შაბათს, ბარსელონის ქუჩები 500,000-მა ადამიანმა გაავსო. ისინი გაიძახოდნენ "არ მეშინია"! ამით საზოგადოებამ პროტესტი გამოხატა ბოლო ათწლეულის განმავლობაში განხორციელებული ყველაზე სისხლიანი თავდასხმისადმი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG