კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოს, თურქეთის, ყატარის, ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, ავღანეთში მიმდინარე სიტუაციაზე იმსჯელებენ. ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
ამერიკა თავის "ძირითად პარტნიორებთან" ერთად, დღეს, სამიტს გამართავს და ავღანეთზე ისაუბრებს. სამიტი ავღანეთიდან დასავლური ჯარების ქაბულიდან გამოსვლამდე ერთი დღით ადრე ჩატარდება. 20-წლიანი ომის შემდეგ, ამერიკა და მისი მოკავშირეები ქვეყნიდან გადიან, ავღანეთზე კონტროლი კი ისევ თალიბანს აქვს.
ასევე ნახეთ: ათობით ქვეყანა ამბობს, რომ თალიბანი მოქალაქეებს ავღანეთის დატოვების უფლებას მისცემსსახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, სიტყვით გამოვა და ავღანეთში არსებულ სიტუაციაზე ბოლო ცნობებზე დაყრდნობით ისაუბრებს.
ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის პარალელურად, სულ უფრო მძიმდება სიტუაცია. სავარუდო ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 13 ამერიკელი სამხედრო და 90-მდე ავღანელი.
საპასუხო თავდასხმის დროს, ამერიკამ "ისლამური სახელმწიფოს" ერთი წევრი მოკლა.
ამ დროისთვის, ავღანეთიდან ევაკუირებულია 120,000 ავღანელი. თუმცა ქვეყნიდან გაქცევის მსურველი, გაცილებით მეტია.