ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბულის აეროპორტიდან ბრიტანელების ევაკუაცია სრულდება


დიდი ბრიტანეთი ქაბულიდან ადამიანების ევაკუაციას შეწყვეტს მას შემდეგ, რაც უკვე აეროპორტში მყოფი პირების ევაკუაცია დასრულდება. ამის შესახებ განცხადება თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლასმა გააკეთა.

მისი თქმით, ბრიტანეთი ამზადებს 1 000 ადამიანს, რომლებიც ავღანეთს პარასკევს დატოვებენ. ამის შემდეგ დიდი ბრიტანეთი ავღანეთში 20 წლიან სამხედრო კამპანიას დაასრულებს და ავღანეთიდან მანამდე გამოვა, სანამ შეერთებული შტატები დატოვებს ქვეყანს 31 აგვისტოს.

26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 85 სამოქალაქო პირი და 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. უოლასის განცხადებით, ამ თავდასხმის შემდეგ, აეროპორტზე თავდასხმების რაოდენობა მხოლოდ გაიზრდება, რადგან ისლამისტები ეცდებიან მსოფლიოს აჩვენონ, რომ მათ ავღანეთიდან დასავლელები განდევნეს.

უოლასის თქმით, ღრმად ვართ დამწუხრებული იმის გამო, რომ ამ პროცესის განმავლობაში ყველას ევაკუაცია ვერ მოხდა“. არსებული ინფორმაციით, ავღანეთში ბრიტანეთის 150-მდე მოქალაქე იმყოფება, რომლებიც აეროპორტამდე არ მისულან. მათგან მცირე ნაწილი, სავარაუდოდ, ავღანეთში დარჩენას აპირებს.

თავდაცვის მინისტრმა ასევე თქვა, რომ ვერ მოხერხდება 800-დან 1 100 ავღანეთის მოქალაქის ევაკუაცია, რომლებიც ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობდნენ და ბრიტანეთში საიმიგრაციო სტატუსით გამგზავრება შეეძლოთ.

ამ დრომდე, ბრიტანეთმა ქაბულის აეროპორტიდან 13 700 ადამიანის ევაკუაცია მოახდინა. ეს 1949 წელს ბერლინის ევაკუაციის შემდეგ, ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საევაკუაციო ოპერაციაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG